ტერ შტეგენი: "პიკეს დისკვალიფიკაცია უსამართლოა"

ტერ შტეგენი: "პიკეს დისკვალიფიკაცია უსამართლოა"

"ბარსელონას" გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მიიჩნევს, რომ კატალონიური გუნდის ცენტრალური მცველისთვის, ხერარდ პიკესთვის მიცემული 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია უსამართლობაა.

"მიმაჩნია, რომ დისკვალიფიკაცია უსამართლოა. პიკე, ჩვენი კლუბისთვის, ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ის ძალიან დაგვაკლდება. ამის მიუხედავად, შევეცდებით, სეზონის სტარტზე, როდესაც პიკე არ გვეყოლება, მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.