ბუსკეტსი: "სან მამესზე" რთული გასვლა გველის"

ბუსკეტსი: "სან მამესზე" რთული გასვლა გველის"

"ბარსელონას" ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი ბილბაოს "ატლეტიკთან" ესპანეთის სუპერთასის პირველი შეხვედრის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "სან მამესზე" კატალონიურ კლუბს რთული თამაში ელის.

"დაღლილობა? გუნდი კარგად აღდგა "სევილიასთან" მატჩის შემდეგ. ასე რომ, "ბილბაოსთან" მატჩის წინ არანაირი პრობლემა არაა.

"სან მამესზე" რთული გასვლა გველის. მთელი 100%-ით უნდა დავიხარჯოთ ყოველგვარი მიზეზების გარეშე.

ტაქტიკურად ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ბოლო წლებში ერთმანეთს ხშირად შევხვდით, მათ შორის ფინალებშიც.

კარგია, რომ განმეორებით მატჩს სახლში ჩავატარებთ. პირველ 90 წუთში არაფერი გადაწყდება".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.