"მანჩესტრ იუნაიტედი" "ბარსელონას" ოფიციალური წინადადებით მიმართავს

"მანჩესტრ იუნაიტედი" "ბარსელონას" ოფიციალური წინადადებით მიმართავს

"მანჩესტრ იუნაიტედი" დაინტერესებულია" ბარსელონას" 28 წლის თავდამსხმელის პედრო როდრიგესის მომსახურებით. გავრცელებული ინფორმაციით კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა "ბარსას" პრეზიდენტის განცხადებით კლუბს ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

"წითლები" უახლოეს დღეებში გეგმავენ ანხელ დი მარიას პსჟ–ში გაშვებას, რის შემდეგაც "ბარსელონას" ოფიაციალურად მიამართავენ პედროსთან დაკავშირებით.

"ბარსელონას" პედროს კლუბში დატოვება 11 აგვისტომდე სურდა, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელის შეძენა ბევრად ადრე სურს. მათ სურთ პედრო პრემიერ ლიგის პირველივე ტურში ჩართონ. ისინი პირველ შეხვედრას მომავალ შაბათს "ტოტენჰემთან" გამართავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.