უკვე გახდა ცნობილი 2011 წლის ზაფხულში გასამართი ამხანაგური შეხვედრების განრიგი. ესპანეთის პრიმერა დვიზიონის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ფეხბურთელები ცოტა ხნით დაისვენებენ და შემდეგ ამერიკაში გაემართებიან, რათა ამხანაგური მატჩი ჩაატარონ. “ბარსა”ამის გარდა შეხვედრას გამართავს მიუნხენის კლუბთან, ხოლო ამის შემდგომ ხორვატიულ “სპლიტთან”. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანას” პრეს მდივანი თავის კლუბს 6.200.000 ევროს მოუტანს.
“ბარსელონასათვის” ამერიკაში ვიზიტი პირველი არ არის. იგი ამ ქვეყანაში 2008 და 2009 წლებშიც იმყოფებოდა და ამხანაგური შეხვედრებიც აქვს გამართული.
განრიგი:
-21 ან 22 ივლისი: მატჩი “აუდის” თასზე (მიუნხენი)
-25 ივლისი:თამაში “სპლიტთან” (ხორვატია)
-30 ივლისი: “მანჩესტერი” – “ბარსელონა” (ვაშინგტონი)
-3 აგვისტო: “მილანი” – “ბარსელონა” (მაიამი)
-6 აგვისტო: “ამერიკა” – “ბარსელონა” (დალასი)