workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
კანალესი: “რაკიტიჩი “ბარსელონაში” ბედნიერია”

კანალესი: “რაკიტიჩი “ბარსელონაში” ბედნიერია”

“ბარსელონას” ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის აგენტი ხორვატი ფეხბურთელის ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგების შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

რაკიტიჩსა და “ბარსელონას” შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 3 წლის შემდეგ იწურება.

მედიამ ხორვატი ნახევარმცველი “მანჩესტერს” დაუკავშირა. მისმა აგენტმა, არტურო კანალესმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “რაკიტიჩი “ბარსელონაში” ბედნიერია, სადაც ძალიან წარმატებით გამოდის. ივანს კატალონიურ კლუბთან 2019 წლამდე აქვს კონტრაქტი”.

“ბარსელონამ” ბუსკეტსს, მასკერანოსა და ნეიმარს კონტრაქტები გაუხანგრძლივა. ამის პერსპექტივა ივან რაკიტიჩსაც აქვს. არტურო კანალესი ერთ მშვენიერ დღეს, ფეხბურთელის ინგლისში გადაბარგებას არ გამორიცხავს.

“ივანს ფეხბურთი უყვარს, ის 28 წლისაა. რაკიტიჩმა შვეიცარიაში, გერმანიასა და ესპანეთში თამაშის გამოცდილება მიიღო და არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ინგლისში გადაბარგდეს. ამჟამად ხორვატი “ბარსელონას” ეკუთვნის”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში