workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ კლასიკოს” წინა პერიოდი

“ელ კლასიკოს” წინა პერიოდი

ნოემბრის სანაკრებო პაუზამ, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” მოსამზადებელი პროცესი დროებით შეაჩერა. გრანდთა ძირითადი ფეხბურთელები ჯერ-ჯერობით ეროვნულ გუნდთა განკარგულებაში არიან.

“ბლაუგრანა” და “ბლანკოსი” “ელ კლასიკომდე” 4-4 შეხვედრას ჩაატარებენ. (2 – პრიმერა დივიზიონი, 1 – ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის სამეფო თასი).

“ვისენტე კალდერონზე” მადრიდული დერბი გაიმართება “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის, ამავდროულად კი “ბარსელონა” სან-სებასტიანს ესტუმრება, სადაც მასპინძელი “სოსიედადი” უკვე დიდი ხანია კატალონიურ კლუბს ცხოვრებას ურთულებს.

ბოლო 6 სეზონის განმავლობაში, კატალონიურმა კლუბმა “ანოეტაზე” მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლო.

ბოლოს, როცა “რეალი” “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა, ზინედინ ზიდანის ბიჭებმა, სიმეონეს შეგირდები დაამარცხეს. “კალდერონზე”, მასპინძელ გუნდს რევანშის აღების შანსი ექნება.

“ბარსელონას” შეხვედრები ელ კლასიკომდე:

19/11/2016 “ბარსელონა” – “მალაგა” (ლა ლიგა)

23/11/2016 “სელტიკი” – “ბარსელონა” (ჩემპიონთა ლიგა)

27/11/2016 “სოსიედადი” – “ბარსელონა” (ლა ლიგა)

30/11/2016 “ერკულესი” – “ბარსელონა” (სამეფო თასი)

“რეალის” შეხვედრები ელ კლასიკომდე:

19/11/2016 “ატლეტიკო” – “რეალი” (ლა ლიგა)

22/11/2016 “სპორტინგი” – “რეალი” (ჩემპიონთა ლიგა)

27/11/2016 “რეალი” – “ხიხონი” (ლა ლიგა)

30/11/2016 “რეალი” – “ლეონესა” (სამეფო თასი)

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward