კრუიფმა ფონტასი და ბარტრა გამოიძახა

კრუიფმა ფონტასი და ბარტრა გამოიძახა

“ბარსელონას” ყოფილმა და ამჟამად კატალონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა შემადგენლობაში გამოიძახა “ბარსა ატლეტიკის” ორი ფეხბურთელი, ანდრეუ ფონტასი და მარკ ბარტრა. ჰოლანდილეი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი შეგირდები მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ჰონდურასის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
კრუიფმა სათამაშოდ არ გამოიძახა ჩავი ერნანდესი, რადგან მას საშობაო არდადეგებზე დასვენება სჭირდება, სეზონის მომავალი ნაწილის უკეთ შეხვედრისათვის. ჩავის გარდა კრუიფს არ მიუწვევია ოლეგერ პრესასი, ლოპო და გაბრი. მათ ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ.

განაცხადი კი ასე გამოიყურება:
მეკარეები:ვიქტორ ვალდესი(ბარსელონა); ფრანსესკ არნაუ(მალაგა)
მცველები:ანდრეუ ფონტასი(ბარსელონა ბ); ხერარდ პიკე(ბარსელონა); მარკ ბარტრა(ბარსელონა ბ); დავიდ გარსია(ესპანიოლი); ვიქტორ რუიზი(ესპანიოლი); კარლეს პუიოლი(ბარსელონა); ალბერტო დე ლა ბელა(რეალ სოსიედადი); დამია აბელა(ოსასუნა).
ნახევარმცველები:სერხიო გონსალესი(ლევანტე); ფრან მერიდა(ატლეტიკო); სერხიო ბუსკეტსი(ბარსელონა); ხუან ვერდუ(ესპანიოლი); ჩავი მარკესი(ესპანიოლი).
თავდამსხმელები:ბოიან კრკიჩი(ბარსელონა); ფერან კორომინასი(ესპანიოლი); სერხიო გარსია(ესპანიოლი); რაფაელ ხორდა(ლევანტე); ალვარო ვასკესი(ესპანიოლი).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward