workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში ”ნოუ კამპზე”

ვარჯიში ”ნოუ კამპზე”

გუშინ პეპ გვარდიოლამ ვარჯიში “Ciutat Esportiva”-ას ნაცვლად “Camp Nou”-ზე ჩაატარა. ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ვარჯიში”ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი დერბის წინ.

შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე გაიმართება ბარსელონური დერბი “ესპანიოლსა” და “ბარსელონას” შორის , სადაც გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით შეერკინებიან ერთმანეთს. “ბლაუგრანას” ფეხბურთელები მთლიანად მოტივირებულები არიან “ესპანიოლთან” მატჩისთვის. სხვადასხვა ცნობებით დღეს დერბის დროს დიდი სიცივე იქნება ბარსელონაში, რაც იმედია ფეხბურთელებს ხელს დიდად არ შეუშლის.

მსგავსად წინა ორი ვარჯიშისა გუნდმა 20 ფეხბურთელით ივარჯიშა. ხეფრენ სუარესი და გაბი მილიტო კვლავ განაგრძობენ ინდივიდუალურად ვარჯიშს. პირველ გუნდთან ერთად ასევე ივარჯიშა “ბარასა ბ”-ს ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ.

დღეს, 18 დეკემბერს ადგილობრივი დროით 10:30 საათზე გუნდი კვლავ შეიკრიბება “Camp Nou”-ზე და ჩაატარებს ბოლო ვარჯიშს დერბის წინ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward