პარასკევს ნეიმარი “ბარსელონასთან” არსებულ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და “კამპ ნოუზე” არსებული ბრაზილიური ტრადიციაც გაგრძელდება.
ფეხბურთელი კლუბში 2013 წელს გადმოვიდა, გუშინ კი მან “ბლაუგრანას” მაისურით 150-ე შეხვედრა გამართა, გოლიც გატანა და კლუბთან ერთად 114-ე გამარჯვებაც იზეიმა.
კონტაქტის გახანგრძლივების შემდეგ კი ნეიმარი იმ დიდხნიანი ბრაზილიურ ტრადიციას გააგრძელებს, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, კლუბში ევარისტოს გადმოსვლის შემდეგ დაიწყო. სწორედ ის გახლდათ პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც “ბლაუგრანას” მაისური მოირგო და 5 წლის განმვალობაში გუდთან ერთად მიშვნელოვან ტიტულებსაც დაეუფლა, მათ შორის უეფას თასს, ის ასევე ორჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. შესაძლოა მისი გვარი არაფერ განსაკუთრებულს გეუბნებოდეთ, თუმცა ის ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობა კლუბში.
ევარისტოს შემდეგ, კლუბში ყველასთვის კარგად ცნობილი სუპერვარსკვლავი რომარიო გადმოვიდა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონმა კატალონიაში 2 წელი დაჰყო.
კრუიფის “დრიმ თიმის” ვარსკვლავმა კლუბთან ერთად მხოლოდ ერთი ტიტულის მოგება შეძლო. რომარიოს შეეძლო საკუთარი სახელი კლუბის ისტორიაში უფრო დიდი ასოებით ჩაეწერა, თუმცა მან “ბარსელონა” მალევე დატოვა და მშობლიურ ბრაზილიაში დაბრუნდა. ის გახდა პირველი ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც ოქროს ბურთის მოგება მოახერხა.
2 წლის შემდეგ, “ბარსელონამ” იმ დროისთვის რეკორდული თანხა 20 მლნ ევრო “პსვს” გადაუხადა და კიდევ ერთი ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო შეიძინა. 
“ფენომენი”კლუბში 1996 წელს მოვიდა, მისთვის 1 წელიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარი სახელი კლუბის ისტორიაში ჩაეწერა. მან 49 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა და მისთვის პირველი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. ფეხბურთელმა კლუბთან ერთად ესპანეთის სამეფო თასის, თასების მფლობელთა თასისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგება მოახერხა, რის შემდეგაც “ინტერში” ასევე რეკორდულ თანხად გადავიდა.
“ბარსას” ამ ბრაზილიელების მიმართ ნდობა რონალდოს შემდეგაც არ დაუკარგავს და მალე “დეპორტივოსგან” რივალდო შეიძინა, რომელმაც ლა ლიგის პირველ სეზონზე 19 გოლის გატანა მოახერხა. 
რივალდომ კლუბთან ერთად მნიშვნელოვანი ტიტულები მოიგო, ოქროს ბურთის მოგების შემდეგ კი მესამე ბრაზილელი გახდა ვინც ფიფამ წლის საუკეთესოდ დაასახელა. მისი ისტორია კლუბთან ერთად 2002 წელს დასრულდა, რასაც “ბარსელონაში” “პარი სენ ჟერმენიდან” რონალდინიოს გადმოსვლა მოჰყვა.
ესპანეთის ორგზის ჩემიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული – ეს ტიტულები მხოლოდ ნახევარ ისტორიას გვიყვება იმ დიდი მემკვიდრეობისა, რომელიც რონალდინიომ კლუბში დატოვა. რონალდინიომ კლუბისთვის უფო მეტი გააკეთა ვიდრე ეს უბრალოდ ტიტულების მოგებაა – მან მაყურებელი ფეხბურთს მიაჯაჭვა, ყოველ ჯერზე როდესაც რონალდინიო ბურთს ეხებოდა, ის რაღაც ახალ, ჯერ არნახულს სთავაზობდა გულშემატკივარს. 
რონალდინიომ შეძლო და 2005 წლის ნოემბერში მხურვალე აპლოდისმენტები “რეალის” კარში გატანილი გოლის შემდეგ, “ბერნაბეუს” მაყურებლისგანაც დაიმსახურა – ალბათ, მხოლოდ ეს ისტორიაც საკმარისი იქნება მისი სიდიადის დასადასტურებლად.
ყველაზე მეტი ტიტული კატალონიურ კლუბთან ერთად დანი ალვესს აქვს მოგებული. კლუბში გატარებული წლის შემდეგ მან ყველაფრის მოგება შეძლო: 6 ლა ლიგა, 4 ესპანეთის სამეფო თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 უეფას სუპერ თასი და მსოლიოს საკლუბი ჩემპიონატი. 
ბოლო ბრაზილიელი კი ნეიმარია, რომელიც პარასკევს კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებს.
სხვა გუნდებმა საერთოდ არ იფიქრონ ნეიმარის ყიდვაზე
პეს 2017-ში შეგიძლია ისევ ნახო ეგ ხალხი ბარსაში იმიტომ რომ კონამისა და ბარსას კონტრაქტში ჩატანილია პუნქტი რომ ხალხს შეეძლება ბარსას ლეგენდების მოდის ჩართვა მაგრამ სამწუხაროდ საქართველოსთვის პესი ჯერ მიუწვდომელია
ავტორ ერთი ორი სიყტვა ადრიანოზე და დუგლასზეც გეტქვა ეგენიც ხო ბრაზილიელები იყვნენ.
ney mini gauchoa. tumca mxolod mini