workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თავმოჭრილი მადრიდი !

თავმოჭრილი მადრიდი !

ამ მატჩს ხალხი წლობით ელოდა. დიახ, დიახ წლობით, რადგან ისტორიაში არასდროს ყოფილა “კლასიკო” ასეთ მოლოდინით. ორივე გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და ყველა ლამაზ თამაშს ელოდა. ასეც მოხდა : “ბარსელონამ” კიდევ ერთი სპექტაკლი დაგვიდგა. გვარდიოლამ კვლავ დაამარცხა “რეალი”.მესიმ მსოფლიო დაარწმუნა ვინაა საუკეთესო. და თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივია. თითქოს ეს თამაში რომელიმე აუტსაიდერთან გაემართოს “ბარსას”. განა ვხვდებით რა მოხდა??? იმ გუნდს, რომლის შენებაშიც ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, კატალონიელებმა 5–0 მოუგეს. სასაცილოა არა?

ალბათ ბევრმა თქვენგანმა მატჩის დაწყებამდე ნახეთ ის საიტები, სადაც რამდენიმე საათით ადრე დაიწყებოდა ტრანსლაცია, რათა შეგეგრძნოთ ის ატმოსფერო, რაც “კამპ–ნოუზე” სუფევდა. მე არ მახსოვს ესეთი მოტივირებული “ბარსა”. ყველა ყველას ამხნევებს. ყველა გაოცებული  შესცქერის იმ ხალხს, ვინც მთელი ხმით ღრიალებს ” Madrid cabron, salud al campeon!!!” 2–3 წლის ბავშვები კამერებს ხელს უქნევენ და ამ დროს “ბარსაც” გამოდის. გამოდის და მთელი სტადიონი, მათთან ერთად ასეულობით მილიონი ადამიანი უყურებს როგორ იშლება მოზაიკა –   “მიყვარხარ “ბარსა”!!!  

მატჩი ახალი დაწყებული იყო რონალდომ ბურთი, რომ მიიღო. სწორედ აქ აბობოქრდა “კამპ–ნოუ”. მე არ მახსოვს ასეთი ზიზღი რომელიმე ფეხბურთელის მიმართ გამოევლინოთ კულეებს ლუიშ ფიგუს შემდეგ. ეს ყველაფერი რათქმა უნდა თავად პორტუგალიელის ბრალია, რადგან მატჩის წინ გამომწვევი კომენტარებისგან თავი ვერ შეიკავა. “სცადეთ და 8 გოლი ჩვენ გაგვიტანეთ” – გეი 5 გოლზე თანახმა ხარ? ალბათ უნდა იყოს, რადგან მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, როგორც ლევან სალუქვაძე იტყოდა, პრესტიჟის პასი ვერ გააკეთა “რეალმა”.

კატალონიელებმა ითმინეს,ითმინეს, თუმცა ბოლოს გულმა მაინც შეტევაში გაუწიათ და მესის ბრწყინვალე პასის შემდეგ, ინიესტამ საჯარიმოში შერბენილი ჩავი დაინახა, რომელსაც მადრიდელთა სანაქებო მარსელო მისდევდა, თუმცა ბრაზილიელმა ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა ესპანელს, რომელსაც აღარ გაჭირვებია საუკეთესო მეგობრის კარის აღება. მაგრამ ყველაფერი აქ იწყებოდა. მთავარი სპეკტაკლი ჯერ კიდევ წინ იყო.

პირველი გოლის შემდეგ თითქოს გააქტიურდნენ მადრიდელები, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით, რადგან “ბარსას” ჩავიესტა ყავს. უბურთოდ დარჩენილი მადრიდელები თვალს ჟოზესკენ აპარებდნენ, რომელსაც თავი ჩაქინდრული ქონდა და გვარდიოლასგან განსხვავებით ფეხზე ერთხელაც არ წამომდგარა.  მეორე გოლზე კომენტარი ზედმეტია. გოლი რომელიც 21 პასის შემდეგ გავიდა. პედრო როდრიგესი ნამდვილად ყალიბდება მსოფლიო დონის ვარკსვლავად, მიუხედავად ამისა, რონალდომ მას მაინც ცინიკურად “გაკრა კბილი” – “ვინ ხარ შენ ჩემთან შედარებით?”  ეს ისაა ვინც “კლასიკოში” უკვე მეორე გოლის გატანა მოახერხა. ცენტრში ბუსკეტსი სასწაულებს სჩადიოდა, როდესაც ბურთი პედროს მიუვიდა. ვის უნდა მისცე ამ დროს პასი თუ არა ჩავის? ესპანელიც ასე მოიქცა და ჩავის კიდევ ერთი შედევრი. ამ უკანასკნელმა ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა დავიდ ვილიას, რომელმაც ამჯერადაც აჯობა სერხიო რამოსს.შემდეგ ძლიერი გადაცემა კარის გასწვრივ, კასილიასის შეცდომა და კვლავ მარსელოს შეცდომა (ნამდვილად ნიჭიერია). პედრომ და ვილიამ “კამპ–ნოუ” გააგიჟეს. აბობოქრდა კატალონიელი ხალხი  –” Boti boti boti madridista que no boti” და მთელი სტადიონი “ინგრევა” ამ შეძახილებით.  ყველა ბოლომდე დარწმუნდა, რომ ამ მატჩს “რეალი” ვერ “შემოაბრუნებდა” და მოურინიომაც თავი ჩაქინდრა.

არანაირი კომენტარის გაკეთება არ ღირს ქრისტინეს საქციელზე. მან მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს ხელი ჰკრა. ტკბილი სიტყვებიც მიიღო ვალდესისგან, რომელიც ერთი წამითაც არ დაფიქრებული საჯარიმოში დარჩენაზე და არც ყვითელ ბარათს, და არც  რონალდუზე “გაწევას” მოერიდა.მეორე ტაიმი ასევე ჩამთავრდა : 2–0.

პირველი ტაიმი ახალი დაწყებული იყო  გვარდიოლამ  ფეხბურთელებს გამოფხიზლებისგენ რომ მოუწოდა. ერთი გოლი ყველაფერს დაამშვიდებდა.ვინ თუ არა მესი? ეს ფეხბურთელი 5 გამთამაშებლის და 6 ფორვარდის ტოლფასია.მისი ბრწყინვალე გადაცემა, რომლითაც მან 4 მცველი უმოქმედოთ დატოვა, სცდება ამქვეყნიურ შესაძლებლობებს. ან როგორ გაისწორა ბურთი ვილიამ, ან რა სიზუსთით დაარტყა კარში? ეხლა რას იტყვი ჟოზე – ვილია უფრო წარუმატებელი ტრანსფერია თუ ბენზემა?

მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო გასული მესიმ მეორე შედევრი რომ შექმნა. წრფელი გულიც კიდევ ერთხელ შემეცოდა რამოსი, რომელსაც ბოლო 5 წელია “ბარსელონას” ყველა მარცხენა თავდამსხმელი უგებს პირად ორთაბრძოლას. მესიმ მთელი მოედნის ცენტრი ერთი პასით გადაჭრა და გამოსვლაზე კიდევ ერთხელ შემცდარი კასილიასი. “კამპ–ნოუზე” ისტორიული დღეა. “დაგავიწყდებათ ბიჭებო ეს თამაში? ჰა ჰა ჰა ” – ჩაიცინა ვასილი უტკინმა.

ამის შემდეგ დაიწყო გულშემატკივრის გულის გახარება და მადრიდელთან აბუჩად აგდება. მეტს ვერაფერს უწოდებ, როდესაც ზედიზედ 4–ჯერ მოედნის ცენტრში ქუსლით პასს გიკეთებენ და გუნდში 3 ჩამშლელი ნახევამრცველი გყავს.რაც შეეხება ცვლილებებს, მეორე ტაიმში მოურინიო ალბათ 2–0ის შენარჩუნებას გეგმავდა და მოედანზე ლასანა დიარა გამოიყვანა. მეორე ცვლილება მან უკვე წაგებულ თამაშში გააკეთა და როგორც მასს ჩვევია “ბარსელონას ” ფეხბურთელების ფეხების დასამტვრევად ალვარო არბელოა გამოიყვანა, რომელიც გამწარებული იყო კატალონიელებზე, რადგან იგი კინაღამ  “Boixos Nois–მა” დაჭრა. სწორედ იმ ადგილას ესროლეს ქვა კატალონელმა გიჟმა ბიჭებმა, სადაც არბელოა იჯდა.  გვარდიოლა ცვლილებების გაკეთება დავიდ ვილიას გაყვანით დაიწყო და მოედანზე ბოიანი შემოიყვანა, რომელმაც 30 წამი დაჰყო მეოდანზე, როდესაც ერთი–ერთზე გავიდა, თუმცა დაბნეულმა თავი ვეღარ შეიკავა და წაიქცა. მეორე მომენტი მას მალევე შეექმნა, თუმცა მისი უძლიერესი დარტყმა კასილიასმა მოიგერია.პეპმა ჩავის ნაცვლად სეიდუ კეიტა შემოიყვანა, რომელსაც ბრწყინვალე გამოცდილება აქვს “რეალთან” თამაშში. ახალგაზრდა პედრო როდრიგესის ნაცვლად კი ხეფრენ სუარესი გამოვიდა, რომელმაც მადრიდის განადგურებას წერტილი დაუსვა. ნამდვილად სამარცხვინოა, როდესაც “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელი, რომელიც 3 კვირაა სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს, “კლასიკოში” გოლს გიტანს.

ამ სირცხვილით გამწარებულმა სერხიო რამოსმა თავი ვეღარ შეიკავა და მესის წიხლი ჩაარტყა. შემდეგ იმ ფეხბურთელს, რომელთანაც ერთად მან რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხელი დაარტყა. ნამდვილად სამარცხვინოა სხვა თუ არაფერი.ეჰ, “სამეფო კლუბო” საით მიექანები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward