2007 წლის 13 ოქტომბერს, ბოლივიის წინააღმდეგ, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრა გამართა (5:0). “ბარსელონას” ამჟამინდელმა თავდამსხმელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. მოედანზე შესვლიდან 4 წუთის შემდეგ კი მან პირველი გოლი გაიტანა ნაციონალური გუნდის შემადგენლობაში.
დიეგო ფორლანი და სებასტიან “ელ ლოკო” აბრეუც გამოჩნდნენ “ტაბლოზე” გოლის ავტორთა სიაში.
“ბარსელონას” ცენტრალურმა ფორვარდმა, 88 მატჩი ჩაატარა ნაკრების მაისურით და 47 გოლის გატანა შეძლო. ის სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია.