ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ექტორ ბელერინი, რომლის შეძენითაც “ბარსელონაა” დაინტერესებული, ინგლისურ გუნდში კიდევ დიდხანს დარჩება.
“გავრცელებული ჭორებით გაკვირვებული ვარ. ბელერინის მომავალი “არსენალს” უკავშირდება. მის კონტრაქტს ვადა 3 წლის შემდეგ გასდის, ჩვენ კი ყოველთვის ვცდილობთ, ფეხბურთელებს ფინანსური პირობები გავუუმჯობესოთ, როდესაც ისინი ამას იმსახურებენ.” – აცხადებს ვენგერი.
ბელერინი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის “არსენალში” 2011 წელს გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებს 21 წლის ფეხბურთელის დაბრუნება უნდათ, მაგრამ ლონდონელები ესპანელი მარჯვენა მცველის დათმობას არ აპირებენ.