workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრე გომეშის ექსკლუზიური ინტერვიუ

ანდრე გომეშის ექსკლუზიური ინტერვიუ

გთავაზობთ “ბარსელონას” პორტუგალიელი ნახევარმცველის, ანდრე გომეშის ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც მან კატალონიურ Sport-ს მისცა.

– როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი ბარსელონასა და გუნდში?

– როგორც პროფესიონალურ, ასევე პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგადაა. ქალაქს შევეგუე, აქაურობა ულამაზესია. ვიცოდი, რომ “ბარსელონაში” ბევრ რამეს ვისწავლიდი. ბედნიერი ვარ. ყველა მეხმარება პირველივე დღიდან. სათამაშო პრაქტიკა მეძლევა. ვტკბები თითოეული თამაშითა და ვარჯიშით.

– “ვალენსიას” ძირითადში იყავით, ახლა კი თითოეული სათამაშო წუთისთვის ბრძოლა გიწევთ. როგორ აფასებთ ცვლილებას?

– ყველაფრის ნულიდან დაწყება მომიწევს. გამოწვევები ასე უნდა მიიღო. ვიცოდი რისი გაკეთება მომიწევდა. ჩემ პოზიციაზე მყავს კონკურენტები, მაგრამ პირველივე დღიდან ვფიქრობ, რომ ჩემი აქ გადმოსვლა შეცდომა არ ყოფილა.

– საყრდენის პოზიციაზე ითამაშეთ, ამას მოელოდით?

– რა თქმა უნდა არა, მაგრამ გუნდისთვის ასე იყო საჭირო და ჩემი საქმე შევასრულე. ეს ახალი პოზიციაა, მაგრამ ყოველი მატჩით ვტკბები, სადაც არ უნდა ვიდგე. პრაქტიკის შანსი მაბედნიერებს.

– რა შეგრძნებაა აქ გადმოსვლა და ისეთი ხალხის დანახვა, როგორიც მესია? როგორც პროფესიონალისთვის, ასეთი რამ მარტივია?

– თითოეულ მათგანს დავუახლოვდი. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი. პირველივე დღიდან ლეო, ანდრესი და ბუსკეტსი მეხმარებიან. ძალიან ბედნიერი ვარ.

– როგორ დაგეხმარნენ ადაპტაციის გავლაში?

– ისინი ტაქტიკურ და სავარჯიშო ადაპტირებაში დამეხმარნენ. რაც ყველაზე მთავარია, თანაგუნდელები გამაცნეს. აქ იყვნენ მოთამაშეები, რომლებსაც არ ვიცნობდი. სწორედ ლეოს, ანდრესის და ბუსკეტსის წყალობით, მათთან კონტაქტი დავამყარე.

– ლეო მესი მხოლოდ ის არის რასაც ტელევიზორიდან ვხედავთ, თუ არის მასში რაღაც კიდევ უფრო მეტი ვარჯიშებზე?

– არ ვიცი რა გითხრათ ლეოს შესახებ. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველა იცნობს. მესი არაორდინალურ რაღაცეებს აკეთებს, როგორც მატჩებზე, ასევე სავარჯიშო სესიებზე. მასთან პრაქტიკისას არ მოიწყენ. ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა.

– ზოგადად, ფეხბურთელი “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად გადადის. ესაა შენი მიზანი?

– რა თქმა უნდა. კლუბი სადაც ადრე გამოვდიოდი, ჩემს გულში დარჩება, მაგრამ როცა ადამიანს უფრო მეტის მოგების შანსი უჩნდება, ის ყოველთვის მისკენ მიისწრაფვის. შეგვიძლია მოვიგოთ ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და სამეფო თასი.

– “ბარსელონაში” განაცხადეს, რომ შენი ტრანსფერი იმპულსური აღმოჩნდა. ის უკანასკნელ წუთებში შედგა. გსმენია ამის შესახებ?

– დიდი პატივია, როცა ხვდები, რომ ვიღაც შენთვის იბრძვის. “ბარსელონას” მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩემ გასაფორმებლად ძალები არ დაიშურეს.

– რამ გაგაოცა ყველაზე მეტად კლუბში?

– “ბარსელონას” თითოეული მოთამაშე საგანძურია. მე ძალიან დადებითი მოლოდინი მქონდა ამ გუნდთან დაკავშირებით. აქ ყოველდღე ცვლილება ხდება. სესიას ემატება ახალი მოთამაშე, ფეხბურთელი აკეთებს რაღაც არარეალურს. მუდამ ვფიქრობდი იმაზე თუ, როგორები იყვნენ ისინი გასახდელსა და მატჩებში. “ბარსამ” მოლოდინს გადააჭარბა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • KoCheQsa
    schedule 11 ოქტ 2016, 22:52
    #3

    მიდი ანდრეე

  • Bola
    schedule 11 ოქტ 2016, 18:34
    #2

    მოუმატებს გომეში

  • ANRIBARCA
    schedule 11 ოქტ 2016, 17:33
    #1

    Unda moumato andre!