workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარაი: “მესი თავს არგენტინელად გრძნობს”

გარაი: “მესი თავს არგენტინელად გრძნობს”

ესპანური “ვალენსიას” არგენტინელი ცენტრალური მცველი ეზეკიელ გარაი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულე ლიონელ მესი სწორად მოიქცა, როდესაც, თავის დროზე, ესპანეთის ნაკრებს მშობლიური არგენტინა ამჯობინა.

“არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები პარაგვაის ეთამაშებოდა. იმ შეხვედრაში, მესი არგენტინის ნაკრების მაისურით თამაშობდა. მადლობა ღმერთს, ფეხბურთის ასოციაცია მიხვდა, რომ ლეოს ჩვენ ნაკრებში უნდა ეთამაშა. მესი არგენტინელია. ის თავს არგენტინელად გრძნობს და მას ესპანეთის ნაკრებში არც უნდა ეთამაშა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward