ბელორუსის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ალექსანდრ გლები, 2008 წელს ლონდონის “არსენალიდან” კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლას ნანობს. თავის დროზე “ბლაუგრანამ” “მეთოფეებს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 19 მილიონი ევრო გადაუხადა.
ბელორუსმა კატალონიელთა რიგებში 1 სეზონი დაჰყო. 36 ჩატარებულ მატჩში მან 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2008/09 წლების სეზონის მერე ის სხვადასხვა გუნდებში იმყოფებოდა არენდის წესით.
“ერთი მხრივ ვნანობ, რომ “არსენალში” არ დავრჩი. ვენგერი, როგორც მამა ისე მეპყრობოდა და მენდობოდა. ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ამაზე ვფიქრობ”. – ციტირებს გლების სიტყვებს Reuters.
“მეორე მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ კატალონიის “ბარსელონა” იყო და ახლაც არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი. “ბლაუგრანას” რიგებში ხშირი პრაქტიკა არ მქონია, მაგრამ გარკვეულწილ სათამაშო დროს მაინც ვღებულობდი”.