ფაბრეგასი: "ბარსელონა" წელს ყველა ტიტულს მოიგებს"

ფაბრეგასი: "ბარსელონა" წელს ყველა ტიტულს მოიგებს"

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი თავის ყოფილ გუნდს აქებს და აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულს მოიგებს.

"არ ვფიქრობ, რომ "ბაიერნს" "ბარსელონასთან" გასვლის შანსი აქვს.

ვფიქრობ, "ბარსა" მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულს მოიგებს. ის უძლიერესი გუნდია მსოფლიოში. "ბარსელონელები" თითოეულ სათამაშო ასპექტში დომინირებენ. ისინი, როგორც გვარდიოლას დროს, ისე აღარ აკონტროლებენ ბურთს, მაგრამ უფრო სახიფათონი არიან.

მათ გასატანად ბურთის კონტროლი არ სჭირდებათ და ეს "ბარსას" უფრო საშიშს ხდის. მათ წინ 3 კვირა აქვთ ტიტულის მოგებისთვის.

როდესაც ყველა ფიქრობს, რომ არაფერი მოხდება, მესი ყოველთვის რაღაცას აკეთებს. ამიტომ ვუყურებ "ბარსას" ყველა თამაშს, ამიტომ ვკითხულობ მსოფლიო პრესას ყოველდღე, იმიტომ რომ, ლეო გუნდთან ერთად რაღაცას აკეთებს. იმედი მაქვს, ის ასეთ ფორმას სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.