ბართომეუ: "ბარსასთვის" სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს"

ბართომეუ: "ბარსასთვის" სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს"

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ სეზონი კატალონიური კლუბისთვის შესანიშნავად მიმდინარეობს და გუნდის კარგ შედეგებზე საუბრობს.

"ჩვენთვის სეზონი შესანიშნავად ვითარდება. მიმდინარე შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ისევ სრულყოფისაკენ მივისწრაფვით. გუნდს, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, დიდი მოტივაცია აქვს. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო შეტევის ხაზი შევქმენით.

ესპანეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვიმყოფებით, გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. "ბაიერნთან" მატჩები აღმაფრთოვანებელი იქნება, რადგან გვარდიოლასთან "კამპ ნოუზე" შეხვედრის შესაძლებლობა გვქენება. გარდა ამისა, თასის ფინალში ვართ, რომელიც "კამპ ნოუზე" გაიმართება.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, კლუბში დაძაბული ატმოსფეროს აღმოსაფხვრელად, სწორი ნაბიჯი იყო".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.