ლუის ენრიკე: "გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია"

ლუის ენრიკე: "გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ "ვალენსიასთან" მატჩამდე პრეს-კონფერენცია გამართა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.

"ჩვენი მეტოქე ძალიან კარგ ფორმაშია. მნიშვნელოვანია, რომ "კამპ ნოუ" შეივსოს და გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირონ.

მნიშვნელოვანი თამაშია და გვჭირდება 90 ან 100 ათასი ფანის მხარდაჭერა, რომლებიც "კამპ ნოუს" გააერთიანებენ.

"ვალენსია" წინ კარგად მიიწევს. ჩანს, რომ ისინი თავდაუზოგავად მუშაობენ. მათი დამარცხება ძალიან რთულია. უეჭველად, ის ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

არ ვარ გაკვირვებული "ღამურების" თამაშით სეზონის დასაწყისიდან, რადგან ის ძლიერი გუნდია შესანიშნავი ფეხბურთელებით. მათ დაიმსახურეს მე-4 ადგილი, რომელზეც ახლა იმყოფებიან.

ისინი კვირაში მხოლოდ ერთ შეხვედრას ატარებენ, მაგრამ ყველა გუნდს სურს, რომ კვირაში სამი მატჩი ითამაშოს. სწრაფად უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მოვიგოთ ყველა თამაში.

თუ გულშემატკივართა შორის ეიფორიაა, ეს გუნდის თამაშის გამოა. მოდით, ყველა მივიდეთ ხვალ "კამპ ნოუზე".

პირველი დღის მსგავსად პოზიტიურად ვგრძნობ თავს. ახლა, როცა სეზონის დასრულებამდე ცოტა დარჩა, იგივე შთაბეჭდილებები მექმნება.

სრულად ფოკუსირებულნი ვართ, რადგან ძალიან რთული მატჩი იქნება. ახლა დაღლილი ვარ, თუმცა არცერთი წუთით არ მითამაშია. ფანებმა ისე უნდა დაგვიჭირონ მხარი, როგორც არასდროს. მნიშნელოვანია გუნდური თამაშიც."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.