“ბარსელონა” და “სელტიკი” უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, კერძოდ კი პრესეზონის შეხვედრაში, რომელიც კატალონიელების გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
“ხვალინდელი მატჩი პრესეზონის დაპირისპირების მსგავსი იქნება, რაც გამომდინარეობს მწვრთნელის ხედვიდან,” განაცხადა ლუის ენრიკემ. “იგულისხმება ის, თუ როგორ ათამაშებენ ბურთს და როგორ მიმართავენ პრესინგს მის დასაბრუნებლად. რთული მეტოქეა “სელტიკი”, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ჩვენს ჯგუფში მოხვდა”.
ჯგუფში ასევე არიან “მანჩესტერ სიტი” და “ბორუსია”, რაც მდგომარეობას ართულებს, მაგრამ ლუის ენრიკე მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზეა კონცენტრირებული.
“ჩვენი მიზანი მომავალი მატჩი და მოწინააღმდეგეს დამარცხებაა. “სელტიკზე” უნდა ვიფიქროთ. კარგად უნდა ვიმოძრაოთ ბურთით, საჭიროა ძლიერი დაცვა და ეფექტურობა”.
რაც შეეხება ტერ შტეგენს, ლუის ენრიკეს თქმით, “მან ბოლომდე ივარჯიშა დღეს და კარგად გამოიყურება.”
იმის შესახებ, თუ რა უთხრა ფეხბურთელებს”ალავესთან” წაგების მერე, მწვრთნელმა განაცხადა, რომ “ყოველი დაპირისპირების შემდეგ შტაბმა და მოთამაშეებმა უნდა განვიხილოთ ის, რაც მოედანზე მოხდა. ამას სეზონში 60-ჯერ ვაკეთებთ. გამარჯვებისა და მარცხის შემდეგ ყოველთვის უნდა გაუმჯობესდეს გუნდი. საჭიროა, ვიპოვოთ და გადავჭრათ პრობლემები. ფეხბურთი ისეთი რთულია და ყველაფერი ხდება.”
ლუის ენრიკემ სილესენზეც გააკეთა კომენტარი: “მშვენიერი მეკარეა. “ალავესის” წინააღმდეგ არ გაუმართლა. ჩვენთან კარის დაცვა არ არის მარტივი. უნდა გაუმკლავდე ცოტა, მაგრამ რთულ დარტყმებს.”
რაც შეეხება მეტოქის 5 მცველიან ტაქტიკას, “ბარსელონა” ყველა შესაძლებლობას განიხილავს. “5 მცველი გამოიყენეს პრესეზონში, მაგრამ გოლები მაინც გაუშვეს. ბურთის დაკარგვისას უკან არ იხევენ და ყოველთვის მიმართავენ პრესინგს. სწორედ ეს მოგვწონს მათში. ასევე მხიბლავს ბრენდან როჯერსი, როგორც მწვრთნელი. უყვარს ფეხბურთი და საინტერესო იდეები აქვს. მოწონს მოთამაშეები, რომლებიც ზეწოლას უძლებენ.”
მატიე კიარა პიკე და უმტიტი უნდა დააყენოს. + რობერტო .ვიდალი ძაან არეულია არვიცი მემგონი ეგეც დუგლასის გზას გაყვება.
meore rogoraa realis tamashi 14 shia barcas 13
Ar gaatarot
Aრა არ უშვებენ პირველზე პსჯ-არსენალია, მეორეზე რეალი-სპორტინგია
Sastav pirveli an meore arxi ushvebs barcas tamashs??
Ar gaatarot