“ბარსელონასთვის” “სელტიკი” ნაცნობი მეტოქეა. გასულ წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე, მათ არაერთი შეხვედრა გამართეს, ერთ-ერთი კი ნეიმარისთვის გამორჩეულია, რადგან მან “სელტიკთან” “ბარსელონური” კარიერის პირველი ჰეთ-თრიქი გააფორმა.
ეს იყო 2013 წლის 11 დეკემბერს, როცა “ბარსამ” “სელტიკს” 6-1 გადაუარა. აღსანიშნავია, რომ მაშინ “ბარსა” ლეო მესის გარეშე თამაშობდა და ლიდერის ფუნქციები ნეიმარმა იკისრა. ჯერ იყო და პიკესა და პედროს გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა 3 გოლი, გარდა ამისა გაიტანა კრისტიან ტელიომაც. “სელტიკიდან” პრესტიჟის გოლი სამარასმა გაიტანა.
ცნობისთვის 2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონას” მეტოქეები, “სელტიკის” გარდა, “მილანი” და “აიაქსი” იყო.
ვნახოთ, რა მოხდება ხვალინდელ მატჩში…
ეჰ რა დრო იყო
ხვალააც ველი 3 გოლს ნეიმარისგან
მემგონი პირველად ხდება ისე რო ჯერ ჩემპიონთა ლიგა იწყება და მერე მივდივარ სკოლაში

Xვალ მინიმუმ 4 გოლი უნდა გავიტანოთ