“ბარსელონამ” კატალონიის ეროვნული დღე აღნიშნა

“ბარსელონამ” კატალონიის ეროვნული დღე აღნიშნა

“ბარსელონას” წარმომადგენლობითმა დელეგაციამ, დღეს დილით, კატალონიის ეროვნული დღის აღსანიშნავად, რაფაელ კაზანოვას მემორიალი მოინახულა.

კატალონიის ეროვნული დღე ყოველი წლის 11 სექტემბერს აღინიშნება. 1714 წელს, კატალონიელები ესპანელებთან გამართულ ომში სწორედ 11 სექტემბერს დამარცხდნენ. ამ დღეს, კატალონიელები, იმ ომში კატალონიური მხარის ერთ-ერთი ლიდერის, რაფაელ კაზანოვას მემორიალთან იკრიბებიან.

დღეს დილით, რაფაელ კაზანოვას მემორიალთან “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, კაპიტანი ანდრეს ინიესტა, მეკარე ხორდი მასიპი, ვიცე-პრეზიდენტები ხორდი კარდონერი და კარლეს ვილარუბი, დირექტორები ხოსეპ რამონ ვიდალ-აბარკა, ხორდი კალსამილია, მარია ტეიშიდორი და შავიერ ვილაჟოანა, UEFA-სთან ურთიერთობის დელეგატი, დავიდ ბელვერი, ხელბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ჩავი პასკუალი და ვიქტორ ტომასი, ფუტზალის გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ანდრეუ პლასა და მარკ ტოლრა და ქალთა საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი ჩავი ლორენსი და მარტა უნსუე მივიდნენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი