ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია “ალავესთან” მატჩის წინ

ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია “ალავესთან” მატჩის წინ

ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, “ალავესთან” დღეს გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ალავესს” ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები ჰყავს. ამ გუნდმა ჩემპიონატი კარგად დაიწყო. მან “ატლეტიკოსთან”, სტუმრად, ფრედ ითამაშა. “ალავესმა” დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება ადვილი არაა. მეტოქეს კარგი დაცვის ხაზი აქვს, რომელმაც, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

ველი, რომ “ალავესი” დაცვიდან ითამაშებს, ზონებს გადაკეტავს და 4-1-4-1 ან 4-4-2 სისტემით ითამაშებს. ჩვენ კი, დაცვიდან შეტევაში ფრთხილად უნდა გადავიდეთ და მეტოქე გუნდის სწრაფი ფეხბურთელები ვაკონტროლოთ.

“პაკო ალკასერი კარგად მუშაობს და კმაყოფილია. ის გუნდთან ადაპტაციას წარმატებით გადის. ესპანეთის ნაკრებიდან ის ბევრ თანაგუნდელს იცნობს. პაკო გუნდის თამაშში პრაქტიკულად უკვე ჩაეწერა და მას ჩვენი დახმარება სურს.”

“ინიესტასა და მატიეს ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, ძალების სრულად აღსადგენად მათ მოედანზე დროის გატარება ჭირდებათ.

ნეიმარი შესანიშნავ ფორმაშია. ის ოლიმპიური ოქროს მოგებით კმაყოფილია და მას თამაში სურს.”

“რეალისა” და “ატლეტიკოსთვის” ტრანსფერებზე ბანის დადება? როდესაც ასეთი რამ “ბარსელონას” დაემართა, ვამბობდი, რომ ეს უსამართლობაა. ამიტომ, იგივეს ვიტყვი ახლაც. ჩვენ, შექმნილ სიტუაციას გავუმკლავდით და ტიტულები მოვიგეთ. “რეალს” და “ატლეტიკოს”, ნებისმიერ შემთხვევაში, ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward