პაკო ალკასერი “ბარსას” ბოლო შენაძენია. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ სხვა ცენტრალური თამდამსხმელების დებიუტებს, რომლებმაც კლუბის ისტორიაში სერიოზული კვალი დატოვეს და მივხვდებით, რომ მათი დებიუტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. იქნება პაკოს დებიუტიც ასეთი? ამ კითხვაზე პასუხს მალე შევიტყობთ, მაგრამ მოდით, ჯერ გადავხედოთ ზემოთ ნახსენები ფეხბურთელების დებიუტებს.
პაულინო ალკანტარა
მისი დებიუტი 1912 წელს შედგა, როცა ის 15 წლის იყო, “კატალას” წინააღმდეგ. მან 3 გოლი გაიტანა და “ბარსამ” ის თამაში 9-0 მოიგო.
[media=https://www.youtube.com/watch?v=x3A4ePS3zW8]
სესარ როდრიგესი
‘el Pelucas’-ის დებიუტი “დეპორტივო ალავესის” წინააღმდეგ შედგა. ეს მოხდა 1939 წელს და მან გაიტანა, თუმცა ეს მისი არაოფიციალური დებიუტი იყო. ოფიციალურ დებიუტში კი გოლის გატანა ვერ მოახერხა (“გრანოლერსის” წინააღმდეგ).
ჰანს კრანკლი
მართალია, ავსტრიელმა პირველ თამაშში “რასინგის” წინააღმდეგ გოლის გატანა ვერ მოახერხა 1978 წლის 3 სექტემბერს, მაგრამ მეორე თამაშში მან “ვალენსია” დაამწუხრა (1-2 წაგება).
კინი
ასტურიელის დებიუტი 9 სექტემბერს, 1980 წელს შედგა, “მურსიის” წინააღმდეგ სეზონის პირველ თამაშში, მაგრამ მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.
გარი ლინეკერი
ინგლისელის დებიუტი 1986 წლის 30 აგვისტოს, “რასინგის” წინააღმდეგ შედგა. მან გოლის გატანა შეძლო. საოცნებო დასაწყისი.
ხრისტო სტოიჩკოვი
1990 წლის პირველ სექტემბერს კატალონიური დებრი გაიმართა, რომელშიც სადებიუტო მატჩში, სადებიუტო გოლი გაიტანა სტოიჩკოვმა.
რომარიო
სადებიუტო მატჩში ბრაზილიელმა 3 გოლის გატანა შეძლო პეპ გვარდიოლას პასებით. იმ მატჩში “ბარსელონამ” “რეალ სოსიედადი” დაამარცხა.
რონალდო
მისი სადებიუტო მატჩი ესპანეთის სუპერ თასზე, “ატლეტიკოს” წინააღმდეგ შედგა. “ბარსამ” 5-2 მოიგო, რონალდომ 2 გოლი გაიტანა.
სამუელ ეტო’ო
ფრენკ რაიკაარდის “ბარსელონაში” ეტოოს დებიუტი “რასინგთან” შედგა, რომელიც კატალონიელებმა 2-0 მოიგეს. მეორე გოლი სამუელის ანგარიშზეა.
ლუის სუარესი
ლუისის დებიუტი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ შედგა 2014 წლის 25 ოქტომბერს. მართალია, “ბარსამ” ეს მატჩი 3-1 დათმო, მაგრამ სუარესმა ერთი ასისტის გაკეთება მაინც შეძლო.
სტატია cool,,,,პაკიტო წარმატებები აბა შენ იცი უნდა გაგვაოცო შე ჩემა
საღოლ უმაგრესი სტატიაა
სპორტ-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღეს სუარესი არ ითამაშებს და პაკოს მიეცემა შანსი, აი ნეიმარი რამდენად ითამაშებს არ ვიცი, მაგრამ მესის მინდორზე იხილავთ, რადგან ლუის ენრიკემ თქვა, რომ ითამაშებსო. ასე, რომ დიდი ალბათობით ნეიმარი(თურანი)-პაკო-მესის ტრიო ითამაშებს…
http://goal.ge/news/50205-karikatura-mesim-ronaldu-dzaglit-sheashina.html
Eს ზამენის კაცია თავიდაანვრ მაგისთვის იყიდეს!
http://www.youtube.com/watch?v=ApsGptP2ob0 ვარგა ?