რა დროც არ უნდა იყოს, “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის “ლა მასიას” საკითხი ყოველთვის აქტუალურია. კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის მიუხედავად, ახაგაზარდა გუნდში მოთამაშე ფეხბურთელები ყურადღებას ყოველთვის იმსახურებენ. ასე ხდება ამჯერადაც.
რამდენიმე დღის წინ, “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონისთვის განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც “ბარსა ბ”-ს 8 ფეხბურთელი მოხვდა. ამ მოთამაშეებს, სეზონის უმთავრესი ნაწილის გატარება ესპანეთის მე-3 დივიზიონში მოუწევთ, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს.
განვიხილოთ “ბარსა ბ”-დან ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვედრილი ყველა ფეხბურთელი.
ნილი პერდომო
დაცვის მარჯვენა ფლანგი ის პოზიციაა, რომელზე თამაშის შანსიც, “ბარსელონაში”, ახალგაზრდა ფეხბურთელს შეიძლება მიეცეს. პედრომო “ლას პალმასის” სკოლის აღზრდილია, ახლა კი, ის “ბარსას” მე-2 გუნდში ირიცხება. მას 8-ჯერ ლა ლიგაში, ხოლო 5-ჯერ ესპანეთის თასზე უთამაშია. მისი გამოცდილება ხერარდ ლოპესის “ბარსა ბ”-ს ძალიან გამოადგება.
მარლონი
ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა წინასასეზონო მზადება პირველ გუნდთან ერთად გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ის კატალონიაში არენდით თამაშობს, არაა გამორიცხული, 20 წლის ფეხბურთელს ლუის ენრიკემ თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. თუ მარლონმა პირველ გუნდში 5-ზე მეტი თამაში ჩაატარა, “ბარსა” მას გამოისყიდის.
მარკ კარდონა
20 წლის თავდამსხმელმა, გასულ სეზონში, “ატლეტიკო სანლუგუენოს” შემადგენლობაში, ესპანეთის მე-3 დივიზიონში, 19 გოლი გაიტანა. “ბარსელონამ” მისი შეძენა “ვილიარეალს”, “სევილიას”, “კორდობასა” და მადრიდის “ატლეტიკოს “დაასწრო.
ხოსე სუარესი
ახლადგამოჯანმრთელებული ხოსე სუარესი ხერარდ ლოპესის გუნდის პირველი მეკარე იქნება. თავად ფეხბურთელმაც და “ბარსელონამაც” არენდაზე უარი რამდენიმე კლუბს უთხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელებს სუარესის იმედი აქვთ და მათ სურს, რომ მან ზრდა სწორედ “ბარსაში” განაგრძოს.
სერჟი პალენსია
“ბარსა ბ”-ს 20 წლის კაპიტანი კატალონიური კლუბის ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია. მას ფილიპ ლამს ადარებენ. არაა გამორიცხული, “ბარსელონა ბ”-ში დაგროვილი გამოცდილება და ლიდერის თვისებები მან პირველ გუნდშიც გამოიყენოს.
კარლეს ალენია
“ლა მასიას” ერთ-ერთი უმთავრესი იმედი უდავოდ შემტევი ნახევარმცველი კარლეს ალენიაა. მისი ვარცხნილობისა და თამაშის სტილის გამო, ფეხბურთელს, ხშირად, დიეგო მარადონას ადარებენ. 18 წლის ფეხბურთელს გუნდში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს და ის დიდი ნაბიჯებით განვითარებას განაგრძობს.
კაპტუმი
სამუელ ეტოოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წყალობით “ბარსელონაში” მოხვედრილმა 19 წლის ნახევარმცველმა, კატალონიელთა პირველი გუნდის მაისურით, ესპანეთის თასზე უკვე ითამაშა და გოლიც გაიტანა. ნახევარდაცვაში ლუის ენრიკესთვის არსებული დიდი ალტერნატივა კაპტუმს სათამაშო დროის პერსპექტივას არ აძლევს, მაგრამ არაა გამორიცხული, უახლოეს წლებში ის პირველ გუნდში მაინც ვიხილოთ.
ალექს კარბონელი
მშობლიური კლუბის 2011 წელს დატოვების შემდეგ, კარბონელი “ბარსელონა ბ”-ს დაუბრუნდა, სადაც ის როგორც გარემარბად, ასევე მარცხენა და მარჯვენა მცველად და ნახევარმცველადაც თამაშობს.
კარგია ახალგაზრდები
ხოსე სუარესი რომ ათამაშოს ენრიკემ წელს მთავარ გუნდში…სამი სუარესი გვეყოლება გუნდში….
მარლონი 100%-იანი ძირითადის კაცია მომავალში
ამ 8-დან 3-4-მა რო გაამართლოს დიდი მიღწევაა. და დიდი ალბათობით მიაღწევენ კიდეც წვერვალებს.
მარლონი უეჩველი უნდა გავიფორმოთ
Romelma avadmyopma tqva eg dzma
fifa 17 ma ;dd
Romelma avadmyopma tqva eg dzma
რავი ერთ ერთმა მადრიდისტამ
კარგია რასაც ბარსელონა აკეთებს <3
გაუმარჯოს მე ამ საიტზე ახალი ვარ და რაც ფეხბურთს ვუყურებ ბარსელონას ფანი ვარ… ჩემი აზრით მარლონია ამ სასტავიდან ყველაზე ნორმალური და პიკეს კარგი შემცვლელი იქნება მომავალში
Romelma avadmyopma tqva eg dzma
ყველგან შენხარ 😀 😀 😀
ისე ესრაზე გაყიდეს
რას ღადაობ
არა არვგადაობ ეგრეთქვეს
რას ღადაობ
იცოდით რო კროოსი ინიესტას ჯობია პასებში ? :DDD ვაახ :DDDD
კაი ახალგაზრდები მაინც არ ამოიწურება ბარსაში 😀