"ბარსა" 6 მარჯვენა მცველს აკვირდება

"ბარსა" 6 მარჯვენა მცველს აკვირდება

კატალონიური სპორტული გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" მარჯვენა მცველის შეძენას იმის მიუხედავად შეეცდება, თუ რას გადაწყვეტს დანი ალვესი.

როგორც ცნობილია, ალვესი არჩევანს "ბარსელონაში" დარჩენასა და "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას შორის გააკეთებს. ბრაზილიელის გადაწყვეტილების მიუხედავად, კატალონიელები მარჯვენა მცველის შეძენას შეეცდებიან.

თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, "ბარსამ", დაცვის მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად, 6 კანდიდატი შეარჩია. ესენი არიან: ფაბინიო ("მონაკო"), სერჟ ორიე (პსჟ), ლუკაშ პიშჩეკი ("დორტმუნდი"), მატეო დარმიანი ("ტორინო"), მარიო გასპარი ("ვილიარეალი") და  ფაბიან ჯონსონი ("გლადბახი").

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 58 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.