workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი “ბარსამ” დახარჯა

ესპანურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი “ბარსამ” დახარჯა

როგორც უკვე ცნობილია, 2016 წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, თუმცა იცოდით, რომ ლა ლიგის კლუბებიდან ყველაზე მეტი თანხა მოთამაშეებში “ბარსელონამ” გადაიხადა?

ლა ლიგის კლუბებმა, ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, 492.2 მილიონი ევრო გაიმეტეს .

რაც არ უნდა უცნაური იყოს, სხვა დიდი კლუბებისთვის, რომლებსაც თანხის გამეტება მოთამაშეებში არ ენანებათ, საკმაოდ დაბალი სტანდარტების საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარა იყო, რადგან მაგალითად “რეალმა”, მხოლოდ და მხოლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა და ალვარო მორატა გუნდში დაიბრუნა.

ყველაზე მეტად ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს კი “ბარსელონამ” გადაწყვიტა ჯიბეების გამოცარიელება, რადგან კლუბმა 122.4 მილიონი ევრო გადაიხადა, რითაც გუნდში 6 ახალი ფეხბურთელი მოიყვანა, რომელთა სიაშიც ანდრე გომეში შედის, რომელიც ლა ლიგაში ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. ის კატალონიურ კლუბს დაახლოებით 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

მადრიდის “ატლეტიკომ” 81 მილიონი ევრო დახარჯა და 5 მოთამაშე გადაიყვანა საკუთარ გუნდში, ხოლო ევროპის ლიგის გამარჯვებულმა, “სევილიამ”, მესამე ადგილი დაიკავა ამ სიაში 56.2 მილიონი ევროთი.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ “სევილიამ” 86.2 მილიონი ევრო მიიღო შემოსავლის სახით, რადგან გუნდმა კევინ გამეირო და სხვა რამდენიმე მოთამაშე გაყიდა.

ყველაზე მეტი შემოსავალი ლა ლიგაში ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ვალენსიას” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 112.2 მილიონ ევროზე ავიდა. “ღამურები” ანდრე გომეშმა, პაკო ალკასერმა და შკოდრან მუსტაფიმ დატოვეს.

ლა ლიგაში ერთადერთი კლუბი, რომელმაც ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს, ერთი მოთამაშეც კი არ გაიფორმა, არის ბასკური “ბილბაო”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward