workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სოლერისა და ფერნანდესის პრესკონფერენცია საზაფხულო ტრანსფერებთან დაკავშირებით

სოლერისა და ფერნანდესის პრესკონფერენცია საზაფხულო ტრანსფერებთან დაკავშირებით

გთავაზობთ კატალონიის “ბარსელონასა” პროფესიონალური სპორტების დირექტორის, ალბერტ სოლერისა და ტექნიკური მდივნის, რობერტო ფერნანდესის პრესკონფერენციას საზაფხულო ტრანსფერებთან დაკავშირებით.

იმ მოთამაშეების ასაკის გათვალისწინებით, რომლებიც თქვენ გაიფორმეთ და ასევე მათში გადახდილ თანხებზე დაკვირვებით, შეცვალა თუ არა გუნდმა ფილოსოფია?

სოლერი: “პრემიერ ლიგის გუნდებმა საკმაოდ დიდი უპირატესობა მოიპოვეს სხვა გუნდებთან შედარებით, რადგან მათ ტელევიზიური თანხა მოემატათ, ამიტომაც სატრანსფერო ფანჯარაზე ყველაზე მეტად, მათ სურდათ თანხის დახარჯვა. თუ ჩვენ მოთამაშეში 100 მილიონ ევროს გადავიხდიდით, მაშინ “იუნაიტედი” ამ ფეხბურთელისთვის, ორჯერ მეტს გაიმეტებდა, ამიტომაც დიახ, ჩვენი ფილოსოფია შეიცვალა, რადგან ჩვენ ვეცადეთ გაგვეფორმებინა ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ და რომლებმაც, შესაძლოა, თავის გამოჩენა მალევე მოახერხონ. თუ ამას ვერ გააკეთებენ, მაშინ მათ უკან, ბაზარზე დავაბრუნებთ გასაყიდად. ამიტომაც დიახ, ჩვენი ფილოსოფიის შეცვლას იმითაც ხედავთ, რომ 122 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ამ ზაფხულს, 6 ფეხბურთელი გავიფორმეთ.”

ამ ზაფხულს, განსაზღვრულზე მეტი თანხა დახარჯეთ ტრანსფერებში. ექნება ამას ტრანსფერებში გავლენა მომავალ სეზონში?

ფერნანდესი: “ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩვენ ახლა ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს, რომლებსაც გუნდისთვის მრავალი რამის მოტანა შეუძლიათ და იმედი მაქვს ისინი მათზე დაკისრებულ მოთხოვნილებებს შეასრულებენ. რა მოხდება მომავალ სეზონში? ამის გასაგებად, მომავალ სეზონამდე დაცდა მოგვიწევს.”

შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ რაფინიაზე, რომელმაც მის სიტუაციაზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა?

ფერნანდესი: “რაფინიას, ჩემი აზრით, საკუთარ სიტუაციაზე ჯერ არაფერი უთქვამს. იგი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენ ვილაპარაკეთ კიდევაც მის სიტუაციაზე. განვიხილეთ მისი მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, რომ მას ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ და კლუბში მისი ყოფნის დრო გავახანგრძლივოთ. დარწმუნებული ვარ, რომ საკმარის სათამაშო დროს მიიღებს.”

შეგიძლიათ ახსნათ რა მოხდა ამ სეზონში პოგბასთან დაკავშირებით, რადგან საბოლოოდ ის პრემიერ ლიგის გუნდში აღმოჩნდა?

სოლერი: “წინა სეზონში ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ “იუვენტუსთან” და თუ იტალიური გუნდი გადაწყვეტდა მოთამაშის გაყიდვას, მაშინ ჩვენ პრიორიტეტი გვექნებოდა და მის ყიდვას შევეცდებოდით. მიუხედავად ამისა, “იუვენტუსმა” არ გადაწყვიტა მოთამაშის გაყიდვა, მაგრამ პირიქით რომ მომხდარიყო, პირველი შანსი ფრანგის გადასაყვანად, სწორედ ჩვენ გვექნებოდა. თუმცა რას ვიზამთ, ახლა ახალი სეზონი იწყება და ჩვენ მოგვიწია სხვა ნახევარმცველების მოძიება, რაც მემგონი საკმაოდ კარგად გავაკეთეთ.”

თქვენ თქვით ადრე, რომ 22 ტრანზაქცია შეასრულეთ ამ სეზონში, მაშინ როდესაც მადრიდის “რეალმა” ფაქტობრივად მხოლოდ ერთი მოთამშე გადაიყვანა და ეს ალვარო მორატა იყო. შეგიძლიათ ისაუბროთ იმაზე თუ რა მოხდება მომავალ სატრანსფერო ფანჯრებზე?

სოლერი: “ეს პრესკონფერენცია იმისთვისაა გამართული, რომ ახლანდელ შესრულებულ ტრანსფერებზე ვისაუბროთ. თუ გაინტერესებთ რა გააკეთეს ჩვენმა კონკურენტებმა, მაშინ მათ ჰკითხეთ და არა ჩვენ. როგორც გითხარით, ამ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ტრანსფერებზე უნდა გვესაუბრა და არა სხვებზე, ამიტომაც ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.”

როდესაც ალკასერთან ატარებდით მოლაპარაკებებს, უთხარით თუ არა მას, რომ მის გზაზე ლუის სუარესი იმყოფებოდა და რომ მას მეორე თავდამსხმელის როლის შეთავსება მოუწევდა?

ფერნანდესი: “მან ძალიან კარგად იცოდა, თუ ვისთან მოუწევდა კონკურენცია. სუარესი ყველამ ვიცით, რომ სხვებთან შედარებით სულ სხვა დონეზეა. ალკასერი შესანიშნავი მოთამაშეა, ის არაჩვეულებრივ კლუბში იმყოფება და ამ კლუბში იმდენი მაღალი დონის მოთამაშეა, რომ მათგან მას ბევრი რამის სწავლა შეუძლია.”

ალკასერის გაფორმების შემდეგ, საინტერესოა მისცემთ თუ არა დიდ სამეულს წინა სეზონებთან შედარებით დასასვენებლად უფრო მეტ დროს?

ფერნანდესი: “ჩვენი მწვრთნელი, ლუის ენრიკე არის სპეციალისტი ამ ყველაფერში და თუ დიდი სამეულსი დასვენების საჭიროება გახდა, მაშინ დარმწუნებული ვარ, რომ იგი ამას შესანიშნავად გააკეთებს და ამით გუნდსაც არ დახევს უკან. რაც შეეხება ალკასერს, ჩვენ ვეძებდით ფორვარდს, რომელიც რთულ სიტუაციებშიც კი შეძლებდა გოლის გატანას და მემგონი ასეთი თავდამსხმელი მართლაც ვიპოვეთ.”

შეგიძლიათ პოგბასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ღრმად ისაუბროთ?

სოლერი: “ჩვენ “იუვენტუსთან” ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ფრანგის შესახებ კი მემგონი ყველაფერი უკვე გითხარით. ხელი არაფერზე არ მოგვიწერია იტალიურ კლუბთან, თუმცა თავის დროზე, ვერბალურ შეთახნმებას მივაღწიეთ. ჩვენ წინა სეზონში ამით იმის გაკეთება ვცადეთ, რომ თუ ფეხბურთელი კლუბის დატოვებას მოინდომებდა, მაშინ არჩევნების დასრულების შემდეგ, ჩვენ პირველები ვიქნებოდით მის სიაში, თუმცა რას ვიზამთ, ეს ფეხბურთია.”

თქვენ თქვით, რომ ახალ მოთამაშეებს ბევრის სწავლა მოუწევთ. კმაყოფილი ხართ თუ არა ამ მოთამაშეებში გადახდილი თანხით, მაშინ როდესაც მათ სხვებისგანაც ჰქონდათ შეთავაზებები?

ფერნანდესი: “ამ მოთამაშეების გაფორმებით საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი, რადგან ვიცი, რომ ისინი მომავალში ბევრი კარგი რამის გაკეთებას მოახერხებენ. თუმცა ყველაზე რთული ნაწილი მათთვის ახლა იწყება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვთ დასამტკიცებელი.”

რა შეგიძლიათ თქვათ “ლა მასიას” ფაქტორზე, რადგან ადრეულად უმეტესწილად ამდენი თანხის გადახდა ფეხბურთელებისთვის არ გჭირდებოდათ?

სოლერი: “ჩვენი ფილოსოფია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეცვლილა და არც შეიცვლება. მთავარ გუნდში ახლა 24 ფეხბურთელიდან, დენის სუარესის ჩათვლით, 10 ფეხბურთელი გვყავს, რომელიც ლა მასიის აღზრდილია. ამიტომაც, რა რაოდენობის თანხაც არ უნდა დავხარჯოთ ჩვენ ტრანსფერებზე, “ბარსა ბ”-ს მოთამაშეების გადაყვანას მთავარ გუნდში ჩვენ არასოდეს არ შევწყვეტთ. თუ “ლა მასიას” აღზრდილები მთავარ გუნდში ახლა არ გვეყოლებოდა, მაშინ მართალი იქნებოდით, მაგრამ ახლა ვამბობთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეცვლას ნამდვილად არ ვგეგმავთ.”

როგორ და როდის მოხდა ანდრე გომეშის ყიდვა?

ფერნანდესი: “ანდრე შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც ლუის ენრიკესაც და მეც ძალიან მოგვწონს. მისი გაფორმებით ვცადეთ გუნდში არსებული სიცარიელე ამოგვევსო და იმედია გომეში ამას მარტივად შეძლებს და დაგვეხმარება მომავალში ტიტულების მოგებაში. როდის მოხდა მისი გაფორმება? როდესაც მისით დაინტერესებულები გავხდით.”

გვესაუბრეთ მესის სიტუაციაზე. არის თუ არა მასთან კონტრაქტის გაფორმება პრიორიტეტი?

სოლერი: “ჩვენ გვსურს პირველ რიგში რაკიტიჩთან და სუარესთან კონტრაქტის გაფორმება, რადგან მათ კონტრაქტი უფრო მალე ეწურებათ, ვიდრე მესის. არის თუ არა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტი? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში კონცენტრირებული ვიყავით გუნდის მომზადებაზე და სეზონის დაწყებაზე. რაც შეეხება მის კონტრაქტს, ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ძალიან მალე დავიწყებთ.”

ესე იგი, ახლა მესი, რაკიტიჩი და სუარესი არიან გუნდთვის პრიორიტეტები?

სოლერი: “ამაზე პრეზიდენტმაც ისაუბრა ცოტა ხნის წინ. მესი, რაკიტიჩი და სუარესი, რა თქმა უნდა, პრიორიტეტები არიან, თუმცა უკვე რამდენიმე წუთის წინ მოგახსენეთ, რომ ჯერ ჩვენი მიზანი, გუნდის მომზადება და სეზონის დაწყებაა.”

აღარ შეუძლია “ლა მასიას” კარგი ფეხბურთელების წარმოება? რადგან ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც “ლა მასიადან” კლუბის ძირითადად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, სერჟი რობერტოა.

ფერნანდესი: “არსებობს ერთი ფაქტი, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ეს ისაა, რომ “ბარსა ბ” მეორე დივიზიონში ვეღარ ასპარეზობს. თუმცა მიუხედავად ამისა, ამ გუნდში ვხედავ ბევრ ფეხბურთელს, რომლებსაც რამდენიმე წელში მთავარ გუნდში ამოსვლა და ძირითადში ადგილის დამკვიდრება შეუძლიათ. ასეთი ფეხბურთელები ბევრი გვყავს, რომლებსაც მთავარ გუნდში თამაში სწყურიათ, თუმცა ამაზე საუბარი, ცოტა ხნის წინაც ვთქვი, რომ ჯერ არ შეიძლება, რადგან ახლა ასეთი ფეხბურთელი “ბარსა ბ”-ში არაა. ეს მეორე გუნდის მოთამაშეების კლასის დასაკნინებლად არ მითქვამს, უბრალოდ “ბარსელონა” ისეთი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომ ყველას უჭირს მთავარ გუნდში მოხვედრა, რადგან კატალონიურ გრანდში თამაში, ყოველთვის იყო, არის და იქნება რთული.”

რას მოელით ნეიმარისგან ამ სეზონში?

ფერნანდესი: “უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება მისი დასვენების გასახანგრძლივებლად იყო შესანიშნავი რამ, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის ერთ კვირაში დროის ზონების ასე შეცვლა და ამდენი ხნის განმავლობაში მგზავრობა, ძალიან რთულია. რას მოველით მისგან ? რა თქმა უნდა, საუკეთესოს, რადგან ის ჩვეულებრივი ფეხბურთელების სიაში არ შედის და ასე არც არასდროს არ იქნება. ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია და იმედია რაც შეიძლება კარგად შეძლებს ასპარეზობას.”

სოლერი: “ასევე მინდა მეც ვთქვა, რომ მოთამაშის თხოვნა არ ყოფილა ბრაზილიაში დარჩენა. ეს ყველაფერი ლუის ენრიკემ გააკეთა, რაც ჩემი აზრით საკმაოდ სწორი რამ იყო, რადგან პირველ რიგში, მთავარი ფეხბურთელების მდგომარეობაა.”

შესაძლოა გუნდმა გამოასწოროს მისი სატრანსფერო პილიტიკა? მაგალითად მოთამაშე იმაზე მეტად გაყიდოს, ვიდრე თავის დროზე იყიდა?

სოლერი: “რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნებოდა, რადგან კლუბს არასოდეს არ აწყენს ზედმეტი თანხის აღება და შემდეგი ამ თანხის ისევ ტრანსფერებში ჩაბრუნება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ბარსელონა” არის გუნდი, რომელიც მყიდველია და არა გამყიდველი. ჩვენი გუნდი არ გამოირჩევა მოთამაშეების ყიდვით და შემდეგ მათი გაყიდვით, რადგან ნებისმიერი, რომელიც კატალონიურ გრანდში შემოაბიჯებს, ბოლომდე მოხიბლული რჩება და აქედან წასვლა აღარ უნდა.”

შეძლებენ თუ არა “რეალი” და “ბარსელონა” პრემიერ ლიგის გუნდებთან ფინანსურ საკითხებში კონკურენციას?

სოლერი: “ფინანსური ფეარ ფლეი არის იარაღი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ფეხბურთში იმისთვის, რომ ყველაფერი სამართლიანად გაკეთდეს. მისი საშუალებით გუნდს არ აქვს შემოსულ თანხაზე მეტის დახარჯვის უფლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ყველაფერი თანაბარ პირობებში წარიმართება და არავინ არ იქნება დაჩაგრული. ამიტომაც კონკურენციას ყველა შესაძლებლობების მიხედვით შეძლებს.”

რა გეგმები გაქვთ ჰალილოვიჩისთვის?

ფერნანდესი: “ჩვენ, წინა სეზონში, ის “სპორტინგში” გავუშვით იჯარის წესით და ასე მგონია, რომ მან განვითარება ძალიან კარგად მოახერხა. ახლა კი ის “ჰამბურგში” გავუშვით, რადგან გვჯერა, რომ გერმანულ კლუბთან და გერმანულ თამაშის სტილთან შეწყობას, ის კარგად შეძლებს. რაც მთავარია, ამ სეზონის დასრულების შემდეგ, განვიხილავთ მის საკითხს და ვნახავთ შეძლებს თუ არა პირველ გუნდში ასპარეზობას. ასე თუ არ იქნა, მაშინ სხვა ალტერნატივის მოძებნა მოგვიწევს.”

ბრაზილიაში იმყოფებოდით ივლისში. რას ფიქრობთ იქ ნანახ მოთამაშეებზე?

ფერნანდესი: “ახლაც კი შეგვიძლია ბრაზილიაში მყოფი ფეხბურთელებისგან შევქმნათ ორი არაჩვეულებრივი გუნდი, რომლებიც მაღალი დონის ტიტულებისთვის მოახერხებენ ბრძოლას, თუმცა ყოველთვის მთელს სატრანსფერო ბაზარს ვერ აითვისებ. ამიტომაც საჭიროა პრიორიტებები დააწესო და შენს პოტენციურ მოთამაშეებზე ასე იფიქრო.”

თვლით, რომ სხვა გუნდებთან შედარებით, “ბარსელონას” ყველაზე სწორი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს?

ფერნანდესი: “მე ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ისეთი კლუბის ფანებთან, რომლებიც კონკურენტები არიან “ბარსელონასი”, თუმცა მაინც ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ როდესაც მათთან ვსაუბრობ, ყოველთვის, საუკეთესო კლუბების განხილვაში, კატალონიური გრანდიც შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ. იმედია ეს თქვენს კითხვას კარგად გასცემს პასუხს.”

სოლერი: “ჩვენ ვეცადეთ რაც შეიძლება კარგი გუნდი შეგვექმნა და მგონია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისეთი სეზონი გველის წინ, რომელსაც ყველა დიდი მოთმინებით ელის. იმედია თქვნს კითხვებს პასუხი კარგად გავეცით და ასევე მადლობა თქვენ, რომ ბოლომდე არ გაგვწირეთ და დაგვინდეთ.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” ამ სეზონში, 6 მოთამაშე გაიფორმა და მათ სანაცვლოდ, მთლიანობაში, 122 მილიონი ევრო გადაიხადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • barcelo
    schedule 03 სექ 2016, 18:36
    #9

    სირობაა ეგ სტატია, ეს ტექნოლოგია უკვე მოძველებულია.

  • LEO MESSI
    schedule 01 სექ 2016, 22:57
    #8

    საღოლ მაგარი სტატიაა მალე მიეცით ამ კაცს მწერლის სტატუსი ნაღდად იმსახურებს

  • Boomer
    schedule 01 სექ 2016, 22:25
    #7

    ციტატა: Johan cruyff13

    ციტატა: Boomer

    ციტატა: Johan cruyff13
    http://www.eurosport.ru/football/story_sto5777845.shtml BOOMER პირადში ვერ მოგწერე და ამას თუ თარგმნი და სტატიად დადებ კარგი იქნება,ძალიან საინტერესო სტატიაა, ბარსას ეხება ნაწილობრივ, მაგრამ სტატია ძირითადად არის ახალ ვეიპ სისტემებზე, თუ რა რის ეს ვეიპ-სისტემები და როგორ მუშაობს ის, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი გუნდი იყენებს ევროპაში მათ შორის ბარსაც.

    დიდი სიამოვნებით ვთარგმნიდი და ვთარგმნი თუ მისი ინგლისური ვერსია ვნახე, მაგრამ რუსული სიმართლე გითხრათ, კარგად არ გამეგება


    http://www.skysports.com/football/news/11095/10502787/statsports-the-training-t
    echnology-used-by-arsenal-man-city-barcelona-and-more ინგლისური ვარიანტია

    როგორც კი დროს ვნახავ, შევეცდები დავწერო

  • Boomer
    schedule 01 სექ 2016, 21:38
    #6

    ციტატა: Johan cruyff13
    http://www.eurosport.ru/football/story_sto5777845.shtml BOOMER პირადში ვერ მოგწერე და ამას თუ თარგმნი და სტატიად დადებ კარგი იქნება,ძალიან საინტერესო სტატიაა, ბარსას ეხება ნაწილობრივ, მაგრამ სტატია ძირითადად არის ახალ ვეიპ სისტემებზე, თუ რა რის ეს ვეიპ-სისტემები და როგორ მუშაობს ის, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი გუნდი იყენებს ევროპაში მათ შორის ბარსაც.

    დიდი სიამოვნებით ვთარგმნიდი და ვთარგმნი თუ მისი ინგლისური ვერსია ვნახე, მაგრამ რუსული სიმართლე გითხრათ, კარგად არ გამეგება

  • xavi1899
    schedule 01 სექ 2016, 20:58
    #5

    La masias bavshvebi atamashet!

  • becool
    schedule 01 სექ 2016, 20:09
    #4

    რაშუაშია ეგ ვერ გავიგე 😀

  • SHOTAMESSI10
    schedule 01 სექ 2016, 18:40
    #3

    ყოჩაღ ავტორს

  • gio now you see me
    schedule 01 სექ 2016, 17:24
    #2

    wlevandeli satrafnsgero politikit kmayofili var

  • ANRIBARCA
    schedule 01 სექ 2016, 17:23
    #1

    სგ boomer ვერ ვხვდები რატომ არ აქვს ამ კაცს მწერლის სტატუსი!