Sport: "ალ სადი" ჩავის წლიურად 10 მილიონს გადაუხდის

Sport: "ალ სადი" ჩავის წლიურად 10 მილიონს გადაუხდის

ჩავი ერნანდესის მომავალთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ნახევარმცველი ჯიუტად აცხადებს, სეზონის ბოლომდე გადაწყვეტილებას არ მივიღებო, კატალონიური Sport მაინც ირწმუნება, რომ ჩავი კარიერას კატარში განაგრძობს.

Sport-ის ჟურნალისტების ცნობით, ჩავი "ალ-სადს" სამწლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა და ის წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

"ალ-სადის" პირველ გუნდში თამაშის გარდა, ჩავი კატარის ნაკრებს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მზადების დროს, კონსულტაციებს გაუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.