Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-7 გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.
წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.
ათივე კითხვას სწორი პასუხი ოთხმა ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ოთხივე მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.
ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ეს იყო მომხმარებელი ნიკით DonAndres, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.
სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:
1. რომელ წელს დაიბადა ნეიმარი? – 1992
2. რომელი გუნდი ჰყავს “ბარსელონას” ყველაზე მეტჯერ დამარცხებული ჩემპიონთა ლიგის ფინალში? – მანჩესტერ იუნაიტედი
3. რომელი გერმანელი ფეხბურთელის რეკორდი გააუმჯობესა ლეო მესიმ 2012 წელს, კალენდარული წლის განმავლობაში გატანილ გოლებში? – გერდ მიულერი
4. რომელი იყო ბოლო ტიტული, რომელიც იოჰან კრუიფმა “ბარსელონას” მწვრთნელობის დროს მოიგო? – ესპანეთის სუპერ თასი
5. რომელ გუნდს წვრთნიდა ბობი რობსონი “ბარსელონას” ჩაბარებამდე? – პორტუ
6. რომელ ტიტულს დაეუფლა “ბარსელონა” 1985 წლის 24 მარტს? – ლა ლიგის თასს
7. “ბარსელონას” რომელმა მეკარემ მოიგო სამორას ჯილდო 1984 წელს? – ხავიერ ურუტიკოეჩეა
8. რამდენი ოფიციალური ტიტული მოიგო ანდონი სუბისარეტამ “ბარსელონაში” თამაშის დროს? – 11
9. რომელმა გუნდებმა ითამაშებს მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე, “კამპ ნოუზე” გამართულ გახსნით მატჩში? – არგენტინა-ბელგია
10. რამდენ მატჩში წვრთნიდა კარლოს რეშაკი “ბარსელონას” 2001-2002 წლებში? – 66
საუკეთესო ათეული დაგროვილი ქულების მიხედვით:
DonAndres – 55
dato29dato – 55
Writer – 55
butlander93 – 55
cosanostra – 45
Dimitrijincharadze – 45
KoCheQsa – 45
DaviD_ViLLa_7 – 45
tamaz78 – 45
OMINOUS – 45
ვიქტორინის მე-8 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 22 აგვისტოს, ზუსტად 12:00 საათზე.
რატომ Fanz.ge?
აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.
დაინტერესდი?

ვულოცავ გამარჯვებულს
რა გათამაშება არ გეზარებათ ტო? მაგარი უაზრობაა ეს გათამაშებები რამე ახალი რო მოიფიქროთ არა? ან შეეშვით საერთოდ და მიხედეთ ნორმალურად საიტს. სტატიების წერას მოუმატეთ და თითეული ფეხბურთელის ბიოგრაფია რო დაწეროთ ეგ ჯობია. გუნდში ამდენი ფეხბურთელია და აქ მყოფებმა 50% მესის, ინიესტას და პიკეს გარდა არავინ იციან დაჟე უმრავლესობამ მესის გარდა არავინ იცის. ამა თუ იმ ფეხბურთელის შესახებ რაღაცეები. : )))
დადეთ სიახლე რა
Gილოცავტ ყველას ოქროსს!
Aeee oqroc chvenia da brinjaoc:-):-) ramagaria:-)
Brinjaos medals gilocavt yvelas!
გილოცავთ ბრინჯაოს მედალს!!!
მოიგეე?? :)) მაგარია თუ მოიგე და ყველას გადმოგცემენ 4 ხართ 55 ქულიანი
მადლობა ყველას მოლოცვისთვის და რაღათქმა უნდა საიტის ადმინისტრაციას და fanz.ge-ს
Vulocav gamarjvebuls me tu megirseba odesme:-):-):-)
Oრი პენალი გამაზა აგუერომ 🙂 🙂
გილოცავ DonAndres ნეტა მე როდის მოვიგებ.
Vulocav gamarjvebuls
მადლობა
შენ შემთხვევით ბლაუგრანაზე ხომ არ ხარ?
კი
მადლობა, გაიხარე
ვულოცავ გამარჯვებულს
მადლობა
შენ შემთხვევით ბლაუგრანაზე ხომ არ ხარ?
მადლობა
ვულიცავ გამარჯვებულს!!