workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მე-7 პორტუგალიელი “ბარსელონაში”

მე-7 პორტუგალიელი “ბარსელონაში”

22 წლის ნახევარმცველი ანდრე გომეში მე-7 პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელიც “ბარსელონას” მაისურით ითამაშებს. კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა მისი წინამორბედი 6 თანამემამულე გაიხსენა.

ლუიშ ფიგუ: 1995-2000 წლებში მან “ბარსელონას” მაისურით 249 თამაში ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. მან 6 ტიტული მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ფიგუ გუნდის კაპიტანი იყო, მან მადრიდის “რეალში” გადასვლა გადაწყვიტა.

ვიტორ ბაია: პორტუგალიელი მეკარე “ბარსელონაში” 1996-1999 წლებში თამაშობდა. მან მონაწილეობა 55 შეხვედრაში მიიღო და 6 ტიტული მოიგო. 1999 წელს, ის იმავე გუნდში დაბრუნდა, საიდანაც “ბარსელონაში” მოვიდა – “პორტუში”.

ფერნანდო კოუტუ: ცენტრალურმა მცველმა “ბარსელონაში” 2 სეზონი, 1996-დან 1998 წლამდე დაჰყო. მან 63 ოფიციალური თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. კოუტუმ, “ბარსელონასთან” ერთად, 6 ტიტულის მოგება მოახერხა. “პარმადან” მოსულმა ფეხბურთელმა, “ბარსელონას” შემდეგ, “ლაციოს” მიაშურა.

სიმაუ სამბროსა: 1999-2001 წლებში მან მონაწილეობა 71 შეხვედრაში მიიღო და 4 გოლი გაიტანა. მის აქტივში 1 ტიტულია. ის “ბარსაში” ლისაბონის “სპორტნიგიდან” მოვიდა, კატალონიის დატოვების შემდეგ კი “ბენფიკაში” გადავიდა.

რიკარდო კუარეჟმა: “სპორტინგიდან” მოსულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში”, 2003/04 წლების სეზონში, 30 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მან ერთი ტიტული მოიგო. კატალონიური კლუბიდან მან “პორტუს” მიაშურა.

დეკუ: ანდრე გომეშამდე ბოლო პორტუგალიელი, რომელიც “ბარსელონაში” თამაშობდა, დეკუა. ამ ნახევარმცველმა, 2004-2008 წლებში, 164 თამაში ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 7 ტიტული მოიგო, რის შემდეგაც ის “ჩელსიში” გადავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward