workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გომეში “ბარსელონასთან” კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააფორმებს

გომეში “ბარსელონასთან” კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააფორმებს

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის პორტუგალიელი ახალწვეული ანდრე გომეში კატალონიელბთან კონტრაქტს ხელს მომდევნო კვირაში მოაწერს.

ოფიციალურ დონეზე მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. არაოფიციალურად კი ცნობილია, რომ ნახევარმცველი “ბარსელონასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ტრანსფერი კი 40-50 მილიონი ევრო დაჯდება.

აქვე, ერთი საინტერესო დაკვირვება – “ბარსელონამ”, მიმდინარე ზაფხულში, 4 ფეხბურთელი შეიძინა (უმტიტი, დინი, სუარესი, გომეში) და ოთხივე მათგანის ასაკი 22 წელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward