workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰალილოვიჩი მომავალი სეზონიდან “ჰამბურგის” ღირსებას დაიცავს

ჰალილოვიჩი მომავალი სეზონიდან “ჰამბურგის” ღირსებას დაიცავს

ხორვატი ფეხბურთელის გერმანიაში გადასვლით, “ბარსელონა” 5 მილიონ ევროს მიიღებს. ჰალილოვიჩი “ჰამბურგთან” 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

კონტრაქტში შეტანილი იქნება გამოსყიდვის უფლებაც. პირველი სეზონის შემდეგ გამოსასყიდი თანხა 10 მილიონი ევრო იქნება, მეორე სეზონის შემდეგ 12,5 მილიონი ევრო.

ჰალილოვიჩს შეთავაზება “ვალენსიადანაც” ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელმა გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა.

თავდაპირველად “ჰამბურგი” ფეხბურთელის იჯარით აყვანას ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ გერმანელებმა მისი შეძენა გადაწყვიტეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward