მასკერანოს აზრით, მსაჯი "ბარსას" კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნის დროს შეცდა

მასკერანოს აზრით, მსაჯი "ბარსას" კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნის დროს შეცდა

"ბარსელონას" მცველმა ხავიერ მასკერანომ მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხებისა და ესპანეთის თასის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელის თქმით, მსაჯმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კატალონიური კლუბის კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

"პირველი, ეს არ ყოფილა საჯარიმოში. მეორე, წესები არ დამირღვევია. თუმცა, მშვიდად ვარ. ეს ფეხბურთია, რომელშიც მეტოქესთან კონტაქტი არსებობს. რაც შეეხება მათ პირველ გოლს მატჩის პირველ წუთზე, ეს უფრო ფერნანდო ტორესის დამსახურებაა, ვიდრე ჩვენი შეცდომა," - აცხადებს მასკერანო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 93 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.