სამუელ უმტიტი პირველი ფეხბურთელი არაა, რომლის ტრანსფერზეც “ბარსელონამ” და “ლიონმა” შეთანხმებას მიაღწიეს. კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა კიდევ 4 ასეთი შემთხვევა გაიხსენა.
![]()
სონი ანდერსონი
ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2 წლის განმავლობაში – 1997-1999 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში, კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ 2-ჯერ მოიგეს, ხოლო ესპანეთის თასზე წარმატებას ერთხელ მიაღწიეს. ანდერსონმა, ლა ლიგაში, 47 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. 1999 წელს კი, მან “ლიონს” მიაშურა.
![]()
მარკ კროსასი
“ბარსელონას” სკოლის აღზრდილი საყრდენი ნახევარმცველი მშობლიური კლუბიდან “ლიონში” 2008 წელს, არენდით გადავიდა. ნახევარი სეზონის გასვლის შემდეგ, კროსასმა შოტლანდიაში გადაინაცვლა და კარიერა “სელტიკში” განაგრძო.
![]()
ჟოზე ედმილსონი
ბრაზილიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა “ლიონი” 2004 წელს დატოვა და ის “ბარსელონას” შეუერთდა. ფრანკ რაიკაარდის მიერ გაწვრთნილ გუნდში გატარებული 4 წლის განმავლობაში, მას კარგად გასახსენებლი მომენტებიც ჰქონდა (2-ჯერ ლა ლიგის, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგება) და ცუდად გასახსენებელიც (მუხლის მძიმე ტრავმა).
![]()
ერიკ აბიდალი
“ლიონში” გატარებული 3 სეზონის შემდეგ, ფრანგი მცველი “ბარსელონაში” 2007 წელს გადავიდა. კატალონიურ კლუბში გატარებული 6 წლის განმავლობაში აბიდალი ნამდვილ ლეგენდად იქცა. მან ღვიძლის სიმსივნე დაძლია და “უემბლის” სტადიონზე, “ბარსელონას” ისტორიაში მე-4 ჩემპიონთა თასი თავს ზემოთ აღმართა. აბიდალის წყალობით, “ბარსელონას” ისტორიაში 22 ნომერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.