კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საწყისი ორი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანდრესს წლები ემატება და უკვე 32 წლისაა, მისი სათამაშო დონე მუდმივად პროგრესირებს და ფეხბურთის თითოეული გულშემატკივრის აღტაცებას იწვევს.”დაღვინებული” ანდრესის ცქერა ერთი დიდი სიამოვნებაა.
ესპანელი ნახევარმცველი გადამწყვეტ მატჩებში საოცრად ასპარეზობს და გუნდის დირიჟორად გვევლინება, სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე. უკვე მომრავლდა ისეთი შემთხვევები, როდესაც კრიტიკულ მომენტში გუნდს მხსნელად სწორედ “ბარსას” კაპიტანი მოევლინა (სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე). ხშირად ყოფილა ამგვარი მომენტები, თუმცა ინიესტას სიდიადის ხაზგასასმელად, რამდენიმე გადამწყვეტ მომენტს ჩამოვთვლი.
ესპანეთის სამეფო თასის მოქმედი გამარჯვებული კატალონიური კლუბია. მიმდინარე წელს “სევილია” საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა საუკეთესო კლუბის წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ფინალში დამარცხდა. გადამწყვეტ მატჩში საუკეთესო ანდრეს ინიესტა დასახელდა, რომლის დამსახურებაც გამორჩეული იყო კატალონიელებისთვის.
საკლუბო დონეზე ანდრესი ასევე გამორჩეული იყო სხვადასხვა ტურნირების ფინალურ დაპირისპირებებში. (2015) ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის მატჩის ყველაზე ღირებული ფეხბურთელი (MVP), რომელიც თავბრუს ახვევს თითოეულ მოწინააღმდეგეს, საოცარი დრიბლინგისა და ტექნიკის ხარჯზე.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 2010 წლის მუნდიალზე, ანდრესმა საკუთარ გუნდს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუპოვა გატანილი გოლის წყალობით. ამის შემდეგ კი იყო ასევე საოცარი მატჩი ევროპის ჩემპიონატის ფინალში 2012 წელს, როდესაც იტალიის ნაკრები “ფურია როხამ” არ შეიმჩნია და 4-0 დაამარცხა. MVP ამ მატჩიც ესპანელი ნახევარმცველი იყო.
ასე და ამგვარად, ინიესტა გადამწყვეტ მატჩებში საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობს და გუნდის წარმატების მთავარ შემოქმედად გვევლინება.
ინი ჩვენი ჯადოქარია ეჰ დონ ანდრეს ვერ წარმომიდგენია ბარსა შენი და მესის კომბინაციების გარეშე ინი კიდე დიდი ხანი უნდა დარჩე