workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიქტორინის კითხვები (30.05.16)

ვიქტორინის კითხვები (30.05.16)

წარმოგიდგენთ Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის მე-2 გათამაშების კითხვებს და შეგახსენებთ, რომ ვიქტორინის გამარჯვებულს Fanz.ge “ბარსელონას” მაისურით დააჯილდოებს.

ვიქტორინა ტარდება თვეში 2-ჯერ, ყოველ მე-2 ორშაბათს. თქვენ, ამ სიახლეში, ხედავთ 10 კითხვას. თითოეულ მათგანს მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა.

 

პასუხები უნდა გამოგზავნოთ ამ ფორმის საშუალებით. სათაურში მიუთითეთ “ვიქტორინის პასუხები”, ტექსტში კი დაწერეთ თქვენი პასუხები. ყველა პასუხი უნდა იყოს დანომრილი კითხვების მიხედვით. პასუხების წერილში კითხვების გამეორება საჭირო არაა. კითხვის ნომერი და პასუხი საკმარისია. ყველა პასუხი უნდა გამოგზავნოთ ერთი შეტყობინებით. რამდენიმე შეტყობინების გამოგზავნის შემთხვევაში, მხედველობაში მივიღებთ მხოლოდ პირველ შეტყობინებას.

გამარჯვებული იქნება ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმას, ვინც პასუხები პირველმა გამოაგზავნა.

პასუხების მიღება შეწყდება ზუსტად 7 დღეში, 6 ივნისს, 12:00 საათზე. პასუხები და შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება სამშაბათს.

ვიქტორინის გამარჯვებულს მომდევნო ტურში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს.

 

კითხვები:

1. რომელმა მწვრთნელმა მოაგროვებინა “ბარსელონას” ლა ლიგის ერთ გათამაშებაში 100 ქულა?

2. ესპანელ მწვრთნელთაგან რომელმა უთავკაცა “ბარსელონას” ყველაზე მეტ მატჩში?

3. ვისი პრეზიდენტობის დროს შეიძინა “ბარსელონამ” რონალდინიო?

4. “ბარსელონას” რომელი ნახევარმცველი გახდა 2009 წელს ესპანეთის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა?

5. დაასახელეთ ერთადერთი უნგრული გუნდი, რომელსაც გამპერის თასი მოუგია.

6. ვინ იყო “ბარსელონას” პირველი პრეზიდენტი?

7. სხეულის რა ნაწილით გაიტანა ლიონელ მესიმ გოლი 2009 წელს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში?

8. რამდენი მატჩი დასჭირდა პეპ გვარდიოლას (მწვრთნელს) ლა ლიგაში 100 თამაშის მოსაგებად?

9. რამდენჯერ ითამაშა “ბარსელონამ” სიუტატ დე ბარსელონას თასზე?

10. 1928 წელს, სამხრეთ ამერიკული ტურნეს დროს, რომელმაც ფეხბურთელმა გაიტანა “ბარსელონადან” პირველი გოლი?

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward