workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის პირველი გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ვიქტორინის პირველი გათამაშების შედეგები

Barcamania.ge-სა და Fanz.ge-ს ერთობლივი ვიქტორინის პირველი გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია.

წინა ორშაბათს, ჩვენ საიტზე დაიდო ვიქტორინის კითხვები. სულ 10 კითხვა, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული ჰქონდა ქულა.ც

ათივე კითხვას სწორი პასუხი თერთმეტმა ადამიანმა გასცა. შესაბამისად, ყველა მათგანმა ქულათა მაქსიმუმი დააგროვა.

ვიქტორინის წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა იმ მომხმარებელს ენიჭება, რომელმაც პასუხები ყველაზე ადრე გამოგზავნა. ვიქტორინის პირველი გათამაშების შემთხვევაში, ეს იყო მომხმარებელი ნიკით cruyff9, რომელსაც გამარჯვებას ვულოცავთ. მას Fanz.ge-ს მიერ დაწესებული პრიზი, “ბარსელონას” მაისური გადაეცემა.

 

სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:

1. რა პოზიციაზე თამაშობდა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ედგარ დავიდსი? – ნახევარდაცვა

2. რომელი მწვრთნელის დროს შედგა კარლეს პუიოლის დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში? – ლუი ვან გაალი

3. რამდენი ევროპის სუპერთასი მოიგო პეპ გვარდიოლამ “ბარსელონას” მწვრთნელობის დროს? – 2

4. რომელი გუნდის კარში შეასრულა ლიონელ მესიმ პირველი ჰეთ თრიქი “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით? – რეალი

5. რამდენი ტიტული მოიგო “ბარსელონამ” 1996/97 წლების სეზონში? – 3

6. რომელი ფეხბურთელი შეცვალა ლიონელ მესიმ თავისი ოფიციალური დებიუტის დროს? – დეკუ

7. რამდენჯერ აღიარა World Soccer-მა “ბარსელონა” წლის საუკეთესო კლუბად? – 4

8. რომელ წელს დასახელდა პეპ გვარდიოლა წლის კატალონიელად? – 2009

9. რომელმა მუსიკალურმა ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი 2009 წლის პირველ ივლისის “კამპ ნოუზე”? – U2

10. 1928 წელს, სამხრეთ ამერიკული ტურნეს დროს, რომელ გუნდს მოუგო “ბარსელონამ” პირველი თამაში? – ბოკა ხუნიორსი

 

იმ მომხმარებელთა ჩამონათვალი, რომლებმაც ქულათა მაქსიმუმი დააგროვეს:

cruyff9

Riva1989

Cosanostra

DaviD_ViLLa_7

ibarcafan

neo222

Ninitsulaia

Més que un club

Hovik

Gogla

ND10

 

ვიქტორინის მე-2 ტურის კითხვები საიტზე დაიდება ორშაბათს, 30 მაისს, ზუსტად 12:00 საათზე.

 

 

რატომ Fanz.ge?

აღსანიშნავია, რომ Fanz.Ge ყოველთვის იცავდა პროდუქციის მაღალ სტანდარტებს და ცდილობდა მომხმარებლისთვის ყველაზე იაფად შეეთავაზებინა საყვარელი გუნდების არამხოლოდ მაისურები, არამედ პოლოები, კეპები და გუნდის სხვა ეკიპირება. მომავალში იგეგმება გათამაშდეს ასაწყობი კამპ ნოუ Puzzle, ბარსელონას ჟაკეტები და ჩვენი საყვარელი გუნდის სხვა ეკიპირება, რომელთა ყიდვაც ამჟამად ასევე შესაძლებელია Fanz.Ge-ზე.

დაინტერესდი?

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • ND10
    schedule 25 მაი 2016, 17:08
    #25

    ხო :დ ეს 2015 ში გავაკეთე :დ

  • toka qule
    schedule 25 მაი 2016, 14:41
    #24

    მე სწორი პასუხები ვიცოდი მარა ინტერნეტი წავიდა იმ დღეს 1,2,3,4,5,8 ვიცოდი

  • shavlokhashvili
    schedule 25 მაი 2016, 08:18
    #23

    gilocav gamarjvebulo. ise neta Me ramdeni avige 😉

  • SHOTAMESSI10
    schedule 24 მაი 2016, 22:49
    #22

    მე არ ვარ

  • Johan Cruyff 14
    schedule 24 მაი 2016, 22:43
    #21

    გილოცავ სეხნია მართლა არ ვიცოდი თუ კრუიფი9 იყოო საღოოლ.

    ადმინ მეც მაინტერესებს რამდენი დავაგვიანეე :))