workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
მესი სასარგებლოა მადრიდთან შეხვედრებში

მესი სასარგებლოა მადრიდთან შეხვედრებში

მესი არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ძალზედ საჭიროა ისეთ დიდ შეხვედრებში, როგორიცაა “კლასიკო”. მან იკერ კასილიასს 8 შეხვედრაში 7 გოლი გაუტანა და იგი ორშაბათს შეეცდება მისი ანგარიში კიდევ გაზარდოს.

პირველად 2005-06
მესის ჰქონდა პირველი დებიუტი 2005-06 სეზონში, ჯერ კიდევ რაიკაარდის დროს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. მესის და ეტო’ოს აქტიურობის შედეგად მეთხუთმეტე წუთზე ეტო’ომ შეძლო გოლის გატანა და ”ბარსელონა” დაწინაურდა, ხოლო 55-ე და 76-ე წუთებზე რონალდინიომ დუბლი შეასრულა და მატჩი სამი ბურთის სხვაობით დასრულდა ”ბარსელონას” სასარგებლოდ.

ჰეთ-ტრიკიმესი სასარგებლოა მადრიდთან შეხვედრებში
2006-07 წლებში ბარსელონამ 2:0 მოიგო. მართალია მესის გოლი არ გაუტანია მაგრამ საუკეთესოდ ითამაშა. სამაგიეროდ მან განმეორებით შეხვედრაში შეძლო და გაიტანა სამი გოლი. ეს გოლები ”ბარსელონას” მოსაგებად არ ეყო. თამაში დასრულდა საყაიმოდ 3:3.

ცნობილი 6:2
ამ ”კლასილკოზე” პირველი ბურთის გატანა იგუანმა შეძლო. ანგარიშის გათანაბრება ანრიმ მოახერხა, შემდეგ კი პუიოლმა ”ბარსელონა” დააწინაურა. მესამე გოლი კი ”ბარსას” მესიმ მოუტანა,.შემდეგ ანრიმ, მესიმ და პიკემ შეძლეს მადრიდელების კარის დალაშქვრა. ამრიგად მატჩში მესიმ დუბლი შეასრულა და შეხვედრა 6:2 დასრულდა.

გამარჯვება საუკეთესო გუნდის გამოსარკვევად
უკანასკნელ ”კლასიკოზეც” შეძლო მესიმ გოლის გატანა, ხოლო მეორე გოლი პედრომ გაიტანა. ”ნოუ კამზე” გამართული უკანასკნელი ”ელ კლასიკო” ”ბარსელონას” გამარჯვებით (1:0) დასრულდა. ამ მატჩში გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward