“ლიონის” თავდამსხმელი ალექსანდრ ლაკაზეტი კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ავრცელებს.
24 წლის თავდამსხმელი “ლიონის” ლიდერად ითვლება. გასულ სეზონში ჩატარებულ 40 თამაშში მან 31 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი, 41 შეხვედრაში, მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.
ცნობილია, რომ “ბარსელონა”, მომდევნო სეზონისთვის, თავდამსხმელის დამატებას გეგმავს. ამის მიზანი ისაა, რომ მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოს, პერიოდულად, დასვენების საშუალება მიეცეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლაკაზეტის შეძენის სურვილს “ტოტენჰემი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ატლეტიკო” გამოთქვამენ.