workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესტრე: “გვინდა, ნეიმარმა მხოლოდ ოლიმპიადაზე ითამაშოს”

მესტრე: “გვინდა, ნეიმარმა მხოლოდ ოლიმპიადაზე ითამაშოს”

კატალონიელთა ვიცე-პრეზიდენტი ბრაზილიელ ფეხბურთელზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიური თამაშები გაიმართება. იქამდე კი ამერიკის შეერთებულ შტატებში კოპა ამერიკა ჩატარდება. ნეიმარს ორივე ტურნირზე მონაწილეობის სურვილი აქვს და ამას არც მალავს.

“ნეიმარს კოპა ამერიკასა და ოლიმპიადაზე თამაში სურს, ჩვენ კი გვინდა, მხოლოდ ოლიმპიადაზე იმონაწილევოს”, – ციტირებს ხორდი მესტრეს სიტყვებს Football Espana.

“ვინმემ უნდა დაარწმუნოს, რომ მან მხოლოდ ერთ ტურნირზე ითამაშოს. ეს არამხოლოდ ჩვენს, არამედ მის ინტერესებშიც შედის”.

“არ ვიცი, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დუნგასა და ლუის ენრიკეს შორის. თუ ისინი მე არ შემხვდებიან, ეს კარგის ნიშანი იქნება”, – დაასრულა “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward