მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ხოსეპ გვარდიოლა ლიონელ მესის შეძენაში მათ დახმარებას შეძლებს.
მოგეხსენებათ, “ბარსელონასთან” ლიონელ მესის მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში. თავად ფეხბურთელს კი არაერთხელ უთქვამს, რომ კატალონიის დედაქალაქში კმაყოფილია და სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაცით, ის ფაქტი, რომ მომდევნო სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” პეპ გვარდიოლა უთავკაცებს, მათ უპირატესობას ანიჭებს 28 წლის არგენტინელის გადაბირებისთვის ბრძოლაში, თუ ის ზაფხულში “ბარსას” დატოვებას გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, მესი და გვარდიოლა ერთმანეთთან 2008-2012 წლებში თანამშრომლობდნენ. ამ პერიოდში გუნდმა ესპანური ფეხბურთის ისტორიაში პირველი ტრიპლეტი მოიგო.