EMD: პიკემ, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს

EMD: პიკემ, შესაძლოა, "ბარსელონა" დატოვოს

El Mundo Deportivo-ს ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" მცველმა ჟერარ პიკემ, შესაძლოა, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, კატალონიური კლუბი დატოვოს.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის აზრით, მას მცირე პერსპექტივები აქვს გუნდში, რომელსაც ლუის ენრიკე ხელმძღვანელობს. პიკეს მონაწილეობა არ მიუღია ბოლო სამ შევხედრაში. ლუის ენრიკეს თქმით, ჟერარის არასათანადო სათამაშო პრაქტიკა დაკავშირებული არაა სასჯელთან და ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა. თავად ესპანელი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს. თუმცა, აშკარაა, რომ ასტურიელი ბოლო პედრიოდში უპირატესობას ანიჭებს მასკერანოს, მატიესა და ბარტრას.

ამასთანავე ცნობილია, რომ პიკეს მომსახურებით დაინტერესებულია რამდენიმე ინგლისური კლუბი: "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი". შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი უკვე იცავდა "წითელი ეშმაკების" ფერებს 2004-2008 წლებში.

პიკემ, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, 6 მატჩი ჩაატარა და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა. ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ის მოედანზე 2-ჯერ გავიდა და გაიტანა ერთი გოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 35 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.