“პარი სენ ჟერმენის” 31 წლის მცველის განცხადებით, ახალგაზრდა თანამემამულეს ის საფრანგეთის დედაქალაქში ეპატიჟება.
“ძალიან კარგი იქნება, თუ ნეიმარი პსჟ-ს შემადგენლობას შეუერთდება. მე ის უკვე რამდენჯერმე დავპატიჟე, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია”, – განაცხადა ტიაგო სილვამ.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან გასული წლის დეკემბერში გაახანგრძლივა და ამ დრომდე საჯაროდ არ გახმაურებულა, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია უარყოფილ იქნა.