ხიხონის “სპორტინგის” მწვრთნელმა ფერნანდეს აბელარდომ “ბარსელონასთან” გუშინდელი მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა (1:3). იტყობინება, Football Espana
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. გვქონდა შანსი ანგარიში 2:2 გაგვეხადა, მე მითხრეს რომ პენალტი უნდა დანიშნულიყო, თუმცა ეპიზოდი არ მინახავს. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა “ბარსელონა” – სხვა გალაქტიკიდანაა. “ბარსელონაში” არის მოთამაშეები, რომელთა ფასი “სპორტინგის” ბიუჯეტს ბევრად აღემატება.” – განაცხადა, აბელარდომ.
რაქნას ამკაცმა თავს ზევით აღარაა ძალა
რაქნას ამკაცმა თავს ზევით აღარაა ძალა
მესი უფრო ძვირია ვიდრე ხიხონი თავის ფეხბურთელ-მწვრთნელ-პრეზიდენტი მგონი