“ბარსელონას” ყოფილმა მცველმა, აბელარდო ფერნანდესმა Movistar-თან ჟოაო ფელიშის “ბარბასტროსთან” ჩატარებული თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელმა შემტევმა მენტალური მდგომარეობა უნდა გამოასწოროს.
ჟოაო ფელიშის შემთხვევაში ყველაზე ცუდი რამ არა მისი დაშვებული შეცდომებია, არამედ ის თუ როგორ ცდილობს პორტუგალიელი მათ გამოსწორებას.
როდესაც ფელიში ცდება, ის უბრალოდ დგას და მეტს არაფერს აკეთებს, რაც მასზე ცუდ წარმოდგენებს გიჩენს. თუ ბურთს კარგავ, წადი და მისი დაბრუნებისთვის იბრძოლე!
ჩემი აზრით, ჟოაო ფელიშს მენტალური პრობლემები აქვს და ამის გამოსწორებაზე უნდა ფიქრობდეს.
– თქვა აბელარდომ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი გამართა, რა დროშიც მან 6 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.
სეზონის ბოლოს ატლეტიკოს ხელი შეუწყვეთ და მინიმუმ 80-ად გამოისყიდეთ, ვერ გაყიდა და თუ ძმობაა ბოლომდე დაუდექით გვერდში ატლესაც და მენდეშსაც. თანაც ფელიქსიც ამბობს ბარსა ჩემი ოცნების გუნდიაო
6ჯერ რომ თამაშგარეში მოხვდები ერთი და იგივე მიზეზით ეს მარტო მენტალური სისუსტის ბრალი არ არის.
სწორედ ამის თქმას ვაპირებდი, და ერთს დავამატებ ჩავი მთავარი მწვრთნელია თუ დეკუს მოადგილე. ხმას რატო არ იღებს, გუშინაც ვთქვი თასზე თამაშის შემდეგ. ეს კაცი ძალიან მშიშარაა. იმ თამაშში ერთი ორჯერ მაგრა მოსდეს და ისე დაშინდა როცა მეტოქე მისკენ გამოემართა ამან ისე მოიშორა ბურთი არც გაუხედია რომ ცენტრიდან პირდაპირ კუთხურზე გაუშვა ბურთი. ეს მეტოქის პირველი კუთხური იყო და ისე იზეიმეს თითქოს პენალტი მოიპოვესო. ანუ სცოდნიათ სტანდარტების გამოყენება და კიდევაც გაგვიტანეს კუთხურიდან. ვის რათ უნდა ასეთი თავდამსხმელი რომელსაც დააშინებენ და მერე 10 კაცით გვიწევს თამაში.
100% მართლია
მთავარი პრობლება არის ის, რომ ეს კაცი არის ჟოაო ფელიქსი, რომალიც ყველა გუნდში სადაც კი ითამაშა, მათ შორის ნაკრებშიც, ისეთივე სახედარი იყო, როგორიც ბარსაშია… და არასოდეს მისგან ტოპ ფეხბურთელი არ დადგება…. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ შესანიშნავმა სამეულმა, ლაპორტას, დეკუს და ჩავის შემადგენლობით თავიდანვე იცოდნენ მისი სახედრობის შესახებ, მაგრამ დიდი ზარ-ზეიმით მოიწვიეს კლუბში…. რაც დრო გადის უფრო ვრწმუნდები, რომ ფელიქსის მოსვლა მენდეშის დამსახურებაა… ატლეტიკოში პრობლება ჰქონდა და მენდეში მოელაპარაკა ლაპორტას მის გადმოყცანაზე, სამაგიეროდ ფატი გაუშვა სადღაც და კიდევ რაიმე დაჰპირდა ალბათ….. ჩავიმ უნდა ათამაშოს როკე, გიუ და იამალი…. და თანდათან მოუმატოს სათამაშო დრო…. მილიონი ხალხი ხედავს ამას და ჩავი ვითომ ვერ ხედავს, რომ მძორები უნდა იჯდნენ სკამზე, თუ ასე აუცილებელია მათი გუნდში ყოლა……
Ara rasac ambobs swori tqva. Imenaa davakvirdi da magrad icis yurebis chanoyra…
როგორც იქნა მიაგნეს პრობლემას. ლასპალმასი რო 5 წუთიან მონაკვეთში 6ჯერ აკეთებს საკუთარი სიღრმიდან გამჭოლ პასს და მეტოქე 6იდან მინ 4 ჯერ რჩება მეკარესთან პირისპირ, მაგაზე არ იდარდოთ თქვენ, ეგ გამოსწორდება თავისით :))