ტიაგო სილვა: “ნეიმარს პსჟ–ში გადმოსვლა შევთავაზე”

ტიაგო სილვა: “ნეიმარს პსჟ–ში გადმოსვლა შევთავაზე”

“პარი სენ ჟერმენის” კაპიტანმა, ტიაგო სილვამ აღიარა, რომ “ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარ ჟუნიორის მის კლუბში გადასვლა შესთავაზა.

“ნეიმარს ვუთხარი: “გადმოდი ჩემთან პსჟ–ში”. მან გაიცინა, მაგრამ არაფერი არ მიპასუხა. თქვა, რომ მოცემულ მომენტში კიდევ არაფერი არ იცის, მაგრამ მის მომავალს სეზონის ბოლოს განსაზღვრავს. მე ნეიმარისთვის უფროსი ძმასავით ვარ.

ვის გადავიყვანდი პსჟ–ში – მას თუ რონალდუს? არჩევა რთულია. შემიძლია ავირჩიო აქედანაც და სხვაც? არა, სერიოზულად ორივე მათგანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. ნეიმარი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე საუკეთესოთა რიცხვში შედის. ვფიქრობ, რომ უახლოეს წლებში ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.” – განაცხადა სილვამ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია