რაკიტიჩი: "გოლებზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშეთ"

რაკიტიჩი: "გოლებზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშეთ"

"გოლებზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვითამაშეთ", განაცხადა რაკიტიჩმა "ბარსა ტვ-ს" პროგრამაში The Scoreboard. ერთ-ერთი გოლის ავტორი ბრწყინავდა შეხვედრაში და მეორე ტაიმის ცვლილების დროს ის "კამპ ნოუმ" ოვაციებით გააცილა. ხორვატიელმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. "ერთ დღეს ამის შესახებ ჩემს შვილს მოვუყვები. მართლაც განსაკუთრებული მომენტი იყო."

რაკიტიჩმა თავის გატანილ ბურთზეც გააკეთა კომენტარი. "გოლის გატანა მესის გადაცემასავით რთული არ იყო." ნახევარმცველის თქმით, ჩავისთან ერთად თამაში დიდი სიამოვნებაა. "ჩავი შთამბეჭდავია. ის შესანიშნავი კაპიტანია. მისი ყურება ჩემთვის დიდი სიხარულია."

"სწორედ ამის გამო ვარ აქ. ყოველ დღე გაღიმებული ვიღვიძებ. ამას ვერავინ  წამართმევს, ვერც მაშინ, როდესაც რთული პერიოდი იქნება."

რაკიტიჩი ლუის ენრიკეს გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა და მან ასეთი სწრაფი ადაპტაციის საიდუმლო გაგვიმხილა. "რთული იყო, რადგან ეს არის ცვლილება და აქაურობა ცოტათი სხვანაირია. გამიმართლა, რადგან "სევილიაში" უნაი ემერის ფილოსოფია არ იყო ძალიან განსხვავებული."

ხორვატიელი უკვე ფიქრობს ჩემპიონთა ლიგაზე. "სახლში ყოველთვის თავად ვაანალიზებ მომხდარს და მეორე დღეს მომდევნო მატჩისთვის მზადებას ვიწყებ." ეს მატჩი კი პარიზში სამშაბათს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.