ვილარუბი: “ერთხელაც, ნეიმარს კენედის მკვლელობას დააბრალებენ”

ვილარუბი: “ერთხელაც, ნეიმარს კენედის მკვლელობას დააბრალებენ”

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი კარლეს ვილარუბი მიიჩნევს, რომ ნეიმარის მიმართ მიზანმიმართული ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც არასდროს შეწყდება.

“რაც უფრო უკეთ ითამაშებს ნეიმარი და თავისი თამაშით გულშემატკივრებს რაც უფრო დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, მასზე ზეწოლა გაძლიერდება. მის წინააღმდეგ გარკვეული მექანიზმი არსებობს. დარწმუნებული ვარ, ერთხელად, მას დააბრალებენ, რომ დალასში იყო და კენედი მოკლა.”

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადასვლასთან დაკავშირებით, ესპანეთში, გამოძიება მიმდინარეობს. ბრაზილიელი სასამართლოში 2 თებერვალსაა დაბარებული.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია