workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლეს ვილარუბიმ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა

კარლეს ვილარუბიმ ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტი, კარლეს ვილარუბი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც კატალონიურმა კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი, “ლას პალმასის” წინააღმდეგ, გულშემატკივრების გარეშე ჩაეტარებინა, იტყობინება Sport.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმის გამო ეს მატჩი გადაიდებოდა. თუმცა, “კამპ ნოუზე”, მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა მაყურებლების დასწრების გარეშე შედგებოდა, რადგან ფედერაცია თამაშის გადადებაზე უარს აცხადებდა.

ვილარუბი მატჩის გაუქმებას ემხრობოდა, მიუხედავად შესაძლო სანქციებისა, რომლებიც “ბარსელონას” დაეკისრებოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • sandro89
    schedule 01 ოქტ 2017, 21:06
    #3

    რაუნდათ ეს გამოყოფა ისედაც ეგრეა ტვინს ბურგავენ

  • Guro messi
    schedule 01 ოქტ 2017, 20:58
    #2

    კარგია იმედია ბართომეუც და ფერნანდესიც მიყვებიან უკან

  • Don vinton
    schedule 01 ოქტ 2017, 20:18
    #1

    ვილარუბ იდი ნა მორე რა ,სპორტს პოლიტიკაში ნუ ურევ ,ახლა 6 ქულა დაგვკლებოდა და მერე თავიდან გვეჩალიჩა მოგებებზე? დავაი ნაუი რა