დღეს, ციურიხში გასამართი FIFA-ს გალა-წარმოდგენის დროს, “ოქროს ბურთის” მფლობელის გარდა, 2015 წლის სიმბოლური ნაკრებიც გახდება ცნობილი. რამდენიმე საათით ადრე, წლის გუნდში მოხვედრის კანდიდატთაგან ის ფეხბურთელები შეარჩიეს, რომლებიც, გასული წლის განმავლობაში, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ყველაზე პოპულარულები იყვნენ. მათგან 4 “ბარსელონას” მოთამაშეა.
შედეგად, ასეთი სიმბოლური გუნდი მივიღეთ: დავიდ დე ხეა, სერხიო რამოსი, ხერარდ პიკე, მარსელო, არტურო ვიდალი, ანდრეა პირლო, ანდრეს ინიესტა, პოლ პოგბა, ნეიმარი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი.